საქართველოში აბორტების რიცხვი შემცირდა

© Sputnik / STRINGERპალატა ერთ-ერთ კლინიკაში
პალატა ერთ-ერთ კლინიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში აბორტებს ყველაზე ხშირად 20-დან 44 წლამდე ასაკის ქალები იკეთებენ

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოში აბორტების რიცხვი შემცირდა - 2018 წელს 23,2 ათასზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2017 წელს - 24,3 ათასზე მეტი, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“.

ანგარიში დეპუტატებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე წარუდგინეს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაუმჯობესებული ტენდენციის მიუხედავად, ქვეყანაში უსაფრთხო აბორტების ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოზარდი გოგონები არასაკმარისს ინფორმაციას ფლობენ კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

ვიზიტი პაციენტთან - Sputnik საქართველო
საქართველოში შობადობა 4%-ით შემცირდა

ანგარიშის თანახმად, საქართველოში აბორტებს ყველაზე ხშირად 20-დან 44 წლამდე ასაკის ქალები იკეთებენ.

საქართველომ 2017 წელს პირველად შეიმუშავა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მშობიარეთა და ჩვილთა სიკვდილიანობის შემცირებაზეა მიმართული. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას ქვეყანაში აბორტების რიცხვის შემცირების მიზნით.

საქართველოში დღემდე ებრძვიან ე. წ. სელექციურ აბორტს, როდესაც ნაყოფს მხოლოდ იმიტომ კლავენ, რომ ის გოგონაა. კანონი ექიმებს უკრძალავს მშობლებისთვის 14 კვირამდე ნაყოფის სქესის გამხელას. შემდეგ უკვე აბორტის გაკეთება გვიანია.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს დაიბადა 51,1 ათასი ბავშვი, რაც გასულ წელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

51,1 ათასი დაბადებული ჩვილიდან 26,5 ათასზე მეტი ბიჭუნა და 24,6 ათასი გოგონა იყო. „საქსტატის“ ინფორმაციით, ას გოგონაზე 107,9 ბიჭუნა მოდის.

ყველა ახალი ამბავი
0