საქართველოს პრეზიდენტი პარიზი–თბილისის პირდაპირი ავიარეისის პირველი მგზავრი გახდა

გამოწერა
უფრო მეტი ევროპა საქართველოში ნიშნავს უფრო მეტ ტურისტს, მეტ ინვესტორს, მიაჩნია პრეზიდენტს.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზიდან თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია Air France-ის პირველი რეგულარული რეისის პირველი მგზავრი გახდა, ნათქვამია ქვეყნის მეთაურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინანდალი - Sputnik საქართველო
ტრაგედია ჭავჭავაძეთა მამულში და შამილის ტყვე ქართველი დიდებულები

ქართული მხარე Air France-თან მოლაპარაკებებს ორი წლის განმავლობაში აწარმოებდა. Airbus A320 ტიპის თვითმფრინავი პარიზიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორჯერ განახორციელებს. ზურაბიშვილის სიტყვებით, პირდაპირი რეისების დანიშვნით საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება.

„პირადად ჩემთვის ეს სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ჩემთვის, ჩემთან ერთად მთელი საქართველო დიდხანს ელოდა, როდის შემოვიდოდა თბილისში „ფრანგული ავიახაზები“ და ამ კუთხით ეს დღე ძალზე მნიშვნელოვანია... საფრანგეთს ჩვენთვის სხვა დატვირთვა აქვს. დღევანდელი დღე სიმბოლურია იმ კუთხითაც, რომ საფრანგეთი სიმბოლურად უბრუნდება ალექსანდრე დიუმას გზას და ამით პასუხობს იმ მოლოდინებს, რომელიც ქართველებს ჰქონდათ", – განაცხადა ზურაბიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარიზიდან პირველი რეისის საზეიმო მიღების დროს.

ზურაბიშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთიდან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა – ეს საქართველოს ევროპაში დაბრუნებაა.

© photo: Administration of the President of Georgia / DAVID MDZINARISHVILIპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზი-თბილისის პირდაპირი რეისით იმგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი პარიზი–თბილისის პირდაპირი ავიარეისის პირველი მგზავრი გახდა - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზი-თბილისის პირდაპირი რეისით იმგზავრა

„როცა ჩვენ ვამბობთ უფრო მეტი ევროპა საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ევროპაში, მხედველობაში გვაქვს უფრო მეტი ტურისტი, მეტი ინვესტორი, მეტი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური კავშირები. ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ და როცა პირდაპირი კავშირები არსებობს, ყოველივე ეს შესაძლებელია", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თბილისის აეროპორტი კვლავ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ნუსხაში მოხვდა>>>

Air France მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და მსხვილი ავიაკომპანიაა. იგი 1933 წლის 7 დეკემბერს დაარსდა და დღეისათვის მსოფლიოს 92 ქვეყანაში 195 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს. 2016 წლის მონაცემებით, აღნიშნულ ავიაკომპანიაში 84 ათასი თანამშრომელია დასაქმებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0