ნოდარ მგალობლიშვილს ახალ პანთეონში 30 მარტს დაკრძალავენ

,,საფრანგეთში კინაღამ დავტოვე სამშობლო“
გამოწერა
ქართული საზოგადოება მსახიობს თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გამოეთხოვება, საიდანაც გამოსვენება 15:00 საათზეა დაგეგმილი.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის ცნობილ მსახიობს ნოდარ მგალობლიშვილს მახათას მთაზე ახალ პანთეონში 30 მარტს დაკრძალავენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე დაყრდნობით.

87 წლის მსახიობი 26 მარტს გარდაიცვალა.

გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი>>>

ქართული საზოგადოება მსახიობს თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გამოეთხოვება, საიდანაც ცხედრის გამოსვენება 15:00 საათზეა დაგეგმილი.

ნოდარ მგალობლიშვილი დაიბადა საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში 1931 წლის 15 ივლისს. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

ქართველი  ალ  პაჩინო - Sputnik საქართველო
ქართველი ალ პაჩინო

სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში. მისი ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის „ფსკერზე", ჰენრიკ იბსენის „მოჩვენება", უფრო მოგვიანებით ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის „ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში".

კინოკარიერა მგალობლიშვილმა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინოში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით გრაფი კალიოსტროა მარკ ზახაროვის „სიყვარულის ფორმულაში".

ნოდარ მგალობლიშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი 1976 წლიდან და სახალხო არტისტი 1979 წლიდან. 2016 წელს მას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

 

ყველა ახალი ამბავი
0