საბავშვო ბაღების აღმზრდელები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას შეძლებენ

© Sputnik / STRINGERსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმზრდელებისთვის შემუშავებული იქნება სასწავლო პროგრამა, რაც თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ გაკვეთილებს მოიცავს.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 2,5 ათას აღმზრდელს გადაამზადებს, რათა მათ აუცილებლობის შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეძლონ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდათ – დაკავებულია ერთი პირი>>>

აღმზრდელებისთვის ჩატარდება ტრენინგები, რომელთა მიზანს აღსაზრდელების უსაფრთხოებისა და ბავშვებთან კონტაქტში მყოფი პერსონალის პასუხისმგებლობის გაზრდა წარმოადგენს.

„ძალიან კარგი სიახლე გვაქვს ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისთვის, რაც საბავშვო ბაღების აღმზრდელების პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ყველა ბაღს ჰყავს ჯანმრთელობის კოორდინატორი, რომელიც შესაბამის პროფესიონალურ ჩარევას უზრუნველყოფს კონკრეტულ სიტუაციებში, თუმცა პირველადი დახმარების გაწევა აბსოლუტურად ყველა აღმზრდელს უნდა შეეძლოს", – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
მარტოხელა მშობლები პრივილეგიებით ისარგებლებენ

მისი სიტყვებით, ქალაქის ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ პატარების ირგვლივ სრულფასოვანი და უსაფრთხო გარემო იყოს. ამ მიზნით ქალაქში დაწყებულია ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. ამჟამად დედაქალაქის ბაგა-ბაღებში 61 ათასი აღსაზრდელია რეგისტრირებული, თუმცა ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

„მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ მომდევნო წლების განმავლობაში დედაქალაქში დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ათეული საბავშვო ბაღის მშენებლობა", – აღნიშნა კალაძემ.

სპეციალური ტრენინგ-კურსის განსახორციელებლად უკვე გამოცხადებულია ტენდერი. ტენდერის პირობების მიხედვით, აღმზრდელებისთვის შემუშავებული იქნება სასწავლო პროგრამა, რაც თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ გაკვეთილებს მოიცავს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები ტესტირებას გაივლიან და შესაბამის სერტიფიკატებსაც მიიღებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0