ლომჯარია: გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

© courtesy of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველის განცხადებით, დეკანოზს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ უტარდება

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეისწავლეს მსჯავრდებული სასულიერო პირის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ დეკანოზ მამალაძეს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ უტარდება, განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პროკურატურის შემდეგ უზენაესი სასამართლო: საპატრიარქო „ციანიდის საქმის" გასაჯაროებას ითხოვს>>>

მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მიმდინარე წლის 17 თებერვალს მოხვდა. ექიმებმა მსჯავრდებულს შემდეგი დიაგნოზი დაუსვეს: ჰიპერტონიული კრიზი, რომელიც არტერიული წნევის მომატებით იყო გამოწვეული და ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა). თუმცა, ერთი კვირის შემდეგ ექიმებმა მას დისოციატიური მოტორული აშლილობა დაუდგინეს და მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად შესაბამისი რეკომენდაციებით ციხის საავადმყოფოში გაწერეს.

პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
პროკურატურამ საპატრიარქოს მამალაძის საქმის გასაჯაროებაზე უარი უთხრა

ომბუდსმენის განცხადებით, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების ჯგუფმა დეკანოზ გიორგი მამალაძის სამედიცინო ისტორია შეისწავლა და მსჯავრდებული  სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც მოინახულა. ექსპერტების დასკვნის მიხედვით გაირკვა, რომ დეკანოზ მამალაძეს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ უტარდება.

„მათი დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, მამალაძე გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. მდგომარეობა შეფასებულია, როგორც რთული. ჩვენ ეს დასკვნა დაახლოებით ერთი კვირის წინ გადავეცით სასჯელაღსრულების უწყებას. ასევე გადავეცით თავად მამალაძეს და მის ადვოკატებს", - აღნიშნა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მამალაძე ან მისი ადვოკატები სურვილს გამოთქვამენ, სამედიცინო დასკვნა, შესაძლოა, გასაჯაროვდეს.

გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

ზურაბიშვილი მამალაძის შეწყალებაზე: პრეზიდენტმა სასამართლოს განაჩენი არ უნდა გაასწოროს>>>

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 2017 წლის სექტემბერში 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა და ამით წინა ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.

მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვოდა ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.

მოგვიანებით, საპატრიარქომ პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოსგან დეკანოზ მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროება ითხოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0