ვითარება გზებზე: ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

© photo: Sputnikგზების გაწმენდითი სამუშაოები
გზების გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე მისამებლიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
ვითარება გზებზე: გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

დიდთოვლობის გამო უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგა.

ამ ეტაპზე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0