ავტომობილები სანაპიროზე

საქართველოში ჰაერის ხარისხის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა

147
(განახლებულია 14:50 16.03.2019)
საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციები მიეცა

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოში ჰაერი ძირითადად ბინძურდება ავტომობილების გამონაბოლქვით და სამშენებლო სამუშაოების შედეგად, ნათქვამია უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI) გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფის (WGEA) ანგარიშში.

თბილისის გენგეგმა დამტკიცებულია >>

„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ამჟამად ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი რისკია მთელ მსოფლიოში. ატმოსფერული (ე.ი. გარე სივრცის) ჰაერის დაბინძურება გლობალურად სიკვდილიანობის და ავადობის მთავარი მიზეზია“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშზე 15 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს უმაღლესი აუდიტორული სამსახური მუშაობდა.

„საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია. აუდიტის პერიოდში ყველა კატეგორიის ავტომობილზე არ ვრცელდებოდა სავალდებულო ინსპექტირების ვალდებულება. თუმცა, 2019 წლის 1 იანვრიდან ის ყველა ტიპის ავტომობილს შეეხება. გამონაბოლქვიდან ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი სატრანსპორტო საშუალების ხანდაზმული ასაკია, რადგან ქვეყანაში არსებული ავტოპარკის 91% ათ წელზე მეტი ხნისაა და წვის ძრავა მოძველებულია“, - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოში 2016 წელს სატრანსპორტო საშუალებების 76%-მა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა. მუნიციპალური მიკროავტობუსებიდან შემოწმება ვერ გაიარა 40%-მა, მუნიციპალური ავტობუსებიდან - 68%-მა.

თბილისში სამშენებლო მასალების გამოყენების წესები გამკაცრდება >>

2019 წლიდან ტექნიკური დათვალიერება საქართველოში ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის სავალდებულო გახდა.

„ავტომობილების სავალდებულო შემოწმების სახელმწიფო კონტროლის სისტემა და მექანიზმები შედარებით სუსტია და შემდგომ გაძლიერებას საჭიროებს. მეტი კოორდინაცია და ზედამხედველობაა საჭირო გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან... ევროკავშირის დირექტივებს სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით განსაზღვრული სტანდარტები“, - ნათქვამია ანგარიშში.

ჰაერის დაბინძურების თემა ყველაზე აქტუალურია თბილისში.

147
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (43)