თბილისის აეროპორტი

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება

103
(განახლებულია 16:18 14.03.2019)
მხარეების მიერ დანიშნულ ავიაკომპანიებს არა მარტო მგზავრების, არამედ ტვირთების გადაზიდვის უფლება ექნებათ.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოსა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

დოკუმენტი ტაჯიკეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

„მემორანდუმი საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების გაფორმებამდე პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს არეგულირებს", – ნათქვამია განცხადებაში.

მემორანდუმის თანახმად, მხარეებს უფლება აქვთ დანიშნონ ერთი ან მეტი ავიაკომპანია მხარეთა ტერიტორიაზე პირდაპირი რეგულარული სამგზავრო და სატვირთო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით. დანიშნულ ავიაკომპანიებს კი უფლება აქვთ განახორციელონ საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და ტაჯიკეთის ნებისმიერ პუნქტს შორის.

საქართველოდან ავიარეისების რაოდენობა ზამთრის სეზონზე ერთი მესამედით გაიზრდება>>>

2018 წელს საქართველოში რეგულარული ავიარეისები 58-მა კომპანიამ განახორციელა, რაც 9,4%-ით მეტია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით. მთლიანობაში საქართველოს აეროპორტების მომსახურებით გასულ წელს 5 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 23,6%-ით მეტია, 2017 წელთან შედარებით.

 

103
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში–2018 (96)
დინამო არენა

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 25 ივნისს განახლდება

11
ყველა ფეხბურთელს კორონავირუსზე ორი ტესტი ჩაუტარდებათ – პირველი ჩემპიონატის განახლებამდე 10 დღით ადრე და მეორე მატჩის დაწყებამდე.

 

თბილისი, 29 მაისი – Sputnik.  საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში  25 ივნისს განახლდება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.

განცხადებაში ამასთან აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ეროვნული (უმაღლესი) ლიგის ჩემპიონატზე. თუ როდის აიღებს სტარტს ჩემპიონატები დანარჩენ დივიზიონებში, ასაკობრივ ჯგუფებსა და საქართველოს თასზე – ჯერჯერობიც უცნობია. ასევე აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული იძულებითი პაუზის გამო, ეროვნული ლიგის ფორმატი შეიცვლება. 

 „ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება – ოთხი წრის ნაცვლად, გუნდები ორ წრეში ითამაშებენ. შესაბამისად, გარდა მარტში გამართული ორი ტურისა, სეზონის განახლების შემდეგ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება“, – ნათქვამია სფფ–ის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა ფეხბურთელს კორონავირუსზე ორი ტესტი ჩაუტარდებათ – პირველი ჩემპიონატის განახლებამდე 10 დღით ადრე და მეორე მატჩის დაწყებამდე.

 „საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის, მეორე, მესამე და მეოთხე ლიგების გუნდები საწევრო გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან. კლუბებს აღნიშნული თანხის გამოყენება იმ რეკომენდაციების შესასრულებლად შეეძლებათ, რომელიც შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია. ამასთან, კორონავირუსზე ტესტების ჩატარების ხარჯებს ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს“, – განაცხადა სსფ–ის პრეს–ცენტრში ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

COVID-19-ის პანდემიის გამო მარტის დასაწყიში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყანაში ყველა დონეზე საფეხბურთო ჩემპიონატის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ორ ჩატარებული მატჩის შემდეგ ლიდერობს თბილისის „ლოკომოტივი“, რომელსაც ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამოა“.

11
თემები:
სპორტის ამბები
მიწის ნაკვეთი

საქართველოში ათასობით ფერმერმა საწვავის შეღავათიან ფასად შესაძენად ბარათები უკვე მიიღო

39
ყოველი ფერმერი, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს, წელიწადში მის საკუთრებაში არსებულ ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 150 ლიტრ საწვავს მიიღებს

 

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „აგროდიზელის“ ფარგლებში 18 ათასმა ფერმერმა დიზელის საწვავი იაფად  შეიძინა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინიდსტრმა გიორგი გახარიამ.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 

საქართველოს მთავრობამ სოფლის დახმარების პროგრამა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა. სოფლის განვითარების პროგრამა მიმართულია დარეგისტრირებული მიწების მფლობელთა ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია გახდება დახმარების განმსაზღვრელი ფაქტორი.

 „ამ დროისთვის 18 ათასმა ფერმერმა  „აგროდიზელი“ შეღავათიან ფასად შეიძინა. 27 ათასს ჩაერიცხა აგროქულები, რომელთა გამოყენებაც უკვე დაიწყეს“, - განაცხადა გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ყველა ფერმერი, რომელიც 0,25-დან 10 ჰექტრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელ საწვავს საბაზრო ღირებულებაზე იაფად შეიძენს. წლიური ლიმიტი იქნება 150 ლიტრი ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

პროგრამის ფარგლებში, 1 ლიტრი საწვავის ფასი ავტოგასამართ სადგურებზე 1,16 ლარია. SOCAR Georgia Petrolium-ის საბითუმო ბაზებზე 1,5 ათას ლიტრზე მეტი საწვავის შეძენისას კი - 1,07 ლარი.

სულ პროგრამით სარგებლობა შეუძლია 200 ათას ფერმერს.

დაიწყო ასევე სპეციალური აგრობარათების დარიგება ფერმერებისთვის, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს - 200 ლარი ერთ ჰექტარზე. 

ამასთან, აგრობარათებზე დაირიცხება როგორც ფულადი სახსრები, ისე ქულები, რომლებითაც ფერმერები სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენას, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ.

39
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა