წვევამდელთა ფიცის დადება

დეპუტატის ინიციატივა: მართლმადიდებელი მღვდლების გარდა ყველა სასულიერო პირს ჯარში გაიწვევენ

209
(განახლებულია 15:45 14.03.2019)
თუ საქართველოს ხელისუფლება კანონის ცვლილებაზე დათანხმდება, ოპოზიციური პარტია „გირჩის" ფსევდორელიგიური ორგანიზაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის დაღწევის საშუალება აღარ იქნება.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს სთავაზობს, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა ყველა კონფესიისთვის გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობენ.

„პლანი მუშაობს": „გირჩმა" 3000-მდე წვევამდელი „დააბოლა">>>

აღნიშნული ნორმა საკუთარი ინტერესებისთვის უკვე გამოიყენა პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი". პარტიამ 2017 წელს დაარეგისტრირა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება", რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.

„გირჩის" მიერ შექმნილ რელიგიურ ორგანიზაციაში უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია გაწევრიანებული.

„პირებს, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად განაცხადებენ უარს – მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება, გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური. რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, ამ შემთხვევაში მოქმედებს საკონსტიტუციო ნორმა, შეთანხმება, რომლის ფარგლებში მართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან და არ ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაუქმდეს", – განაცხადა სესიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ინიციატივის თანახმად, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს შეუძლიათ ალტერნატიული შრომითი სამსახურით ისარგებლონ.

საქართველოში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გარდა, არსებობს ალტერნატიული შრომითი სამსახური. წვევამდელებს აგზავნიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სამოქალაქო ობიექტების მშენებლობებზე, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების დაცვის სამსახურში და ა.შ.

საქართველოში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება. წვევამდელთა ასაკი 18-დან 27 წლამდეა.

სესიაშვილის აღნიშნულმა ინიციატივამ უკმაყოფილება გამოიწვია სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებში.

„მე არ შემიძლია ამას დისკრედიტაცია ვუწოდო, მაგრამ ეს არათანაბარი უფლებებია. მინდა მარტივი მაგალითი მოვიყვანო: მე, როგორც ეკლესიის მსახურმა, არ შემიძლია ჩემი მრევლიდან ერთს უფრო დიდი ყურადღება მივაქციო, ვიდრე მეორეს. თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს ყველას", – განაცხადა საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის დიაკვანმა არტაკ ანტანიანმა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.

სესიაშვილის ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში პარტია „გირჩის" ლიდერები ახალი საკანონმდებლო ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ, ასევე არ გამორიცხავენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართონ.

საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.

 

209
ქეთა თოფურია

ქეთა თოფურიას შეყვარებულმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა - ნახეთ ახალი ფოტო

82
(განახლებულია 14:53 05.06.2020)
ქეთა თოფურია ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად ფეშენებელურ სახლში ცხოვრობს. ნახეთ როგორ გამოიყურება სრულიად შეცვლილი ლევ დენგოვი შვილთან ერთად

მომღერალი ქეთა თოფურია რამდენიმე თვეა ახალ შეყვარებულთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად ცხოვრობს. წყვილი როგორც ჩანს, თავს მშვენივრად გრძნობს. ქეთა დროდადრო აქვეყნებს საერთო ფოტოებსა, თუ ვიდეოებს. ცოტა ხნის წინ ლევის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, როგორ ვარჯიშობდა ეს უკანასკნელი.

View this post on Instagram

❤️🦁 #кетитопурия #forketi

A post shared by Кети Топурия|fan 26.06.17🙌🏻 (@ketatime) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. ორი თვის წინ ბიზნესმენმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ის და A'Studio-ს სოლისტი რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობენ და თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ. ბიზნესმენს როგორც ჩანს, მომღერალთან თანაცხოვრება ძალიან მოუხდა და იმიჯის შეცვლაც გადაწყვიტა - წვერი მოუშვა და ახალი ვარცხნილობა აქვს.

რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა. ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო.

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

82
თემები:
სელებრითების ცხოვრება
სტამბული

პირობები, რომელიც თურქეთში მკურნალობის სურვილის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ

20
(განახლებულია 15:42 05.06.2020)
თურქეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდის თუ რა აუცილებელი პროცედურების გავლაა საჭირო, რათა თურქეთის კლინიკებში მკურნალობა შეძლონ

 

თბილისი, 5 ივნისი - Sputnik.  იმისათვის, რომ თურქეთში სამკურნალოდ გაემგზავრნონ, საქართველოს მოქალაქეებმა გარკვეული პროცედურები უნდა გაიარონ, ნათქვამია თურქეთის საელჩოს Facebook–გვერდზე.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შემოღებული ახალი რეგულაციების თანახმად, თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად პაციენტებმა უნდა მიმართონ საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს (USHAŞ). 

პირველ რიგში,  თურქეთში სამკურნალოდ წასვლის სურვილის მქონე პაციენტები უნდა დარეგისტრირდნენ პაციენტების მონიტორინგის სისტემაში – http://covid19st.ushas.com.tr.  მოცემულ სისტემაში თავად პაციენტმა, მისმა ახლობელმა, საავადმყოფომ ან საშუამავლო ორგანიზაციამ უნდა გახსნას მომხმარებლის ანგარიში. რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე: http://www.ushas.com.tr.

სააგენტო თავად დაუკავშირდება და ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის იმ პაციენტებს, რომლებიც თურქეთში სამკურნალოდ დაიშვებიან.

პაციენტებმა სამკურნალო–მიზნობრივი ვიზის ასაღებად საქართველოში თურქეთის წარმომადგენლობას უნდა მიმართონ.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კი, თუ საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო–გამშვებ პუნქტში წარადგენს საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს მოსაწვევ წერილს, ისინი გამონაკლისის სახით, ვიზის გარეშე, დაიშვებიან თურქეთის ტერიტორიაზე. ერთ პაციენტთან ერთად დაიშვება არა უმეტეს ორი თანმხლები პირისა.

თურქეთში ჩასასვლელად პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სტამბულის აეროპორტით, სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტით,  სტამბოლის საბიჰა გიოქჩენის სახელობის აეროპორტით, ანკარის ესენბოღას აეროპორტით, ანტალიის აეროპორტით, საავტომობილო გზით, კერძოდ, „სარფის“, „ქაფიქულეს“ და „ჰაბურის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით.

აეროპორტში ან სასაზღვრო პუნქტში პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს ჩაუტარდებათ PCR–ტესტი, რომელიც ფასიანი იქნება, იუწყება თურქეთის საელჩო.

20
ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე: საერთოდ მაჟორიტარ კანდიდატებს არ ვაყენებთ

0
(განახლებულია 16:56 05.06.2020)
„გირჩი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას პროპორციული სისტემით შეეცდება, განაცხადა „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძე: საერთოდ მაჟორიტარ კანდიდატებს არ ვაყენებთ
„გირჩს თუ გვქონდა პრეტენზია, რომ ერთი ადგილი უნდა გვქონოდა ჩვენ თბილისში, ასეთი პრეტენზია აღარ გვაქვს. საერთოდ მაჟორიტარ კანდიდატებს არ ვაყენებთ და მხოლოდ პროპორციული სიით ვეცდებით, რომ გავიდეთ პარლამენტში,“ - განაცხადა ზურაბ  ჯაფარიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. არსებული მოდელით პარლამენტში 73 მაჟორიტარი აირჩევა, ახალი სისტემით კი, რომელიც ჯერ პროექტის სახით მხოლოდ ქაღალდზე არსებობს - 30 დეპუტატი.


0