ქართულ-ევროპული სასწავლებლის სტუდენტები უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაგრძელებას ითხოვენ

გამოწერა
უნივერსიტეტს ავტორიზაცია რამდენიმე მიზეზით შეუჩერდა. ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ის, რომ ქართულენოვან პროგრამებზე სწავლობდნენ სტუდენტები, რომელთა უმრავლესობა ქართულ ენას არ ფლობს.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის (GEU) სტუდენტები სემესტრის დასრულებამდე უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაგრძელებას მოითხოვენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაცია შეუჩერეს>>>

გასულ კვირაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა GEU-ს ავტორიზაცია შეუჩერა. სტუდენტების სიტყვებით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი ბრძოლას სამართლებრივი გზით გააგრძელებენ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: განათლების სფერო განვითარების ახალ დონეს მიაღწევს

„მოვითხოვთ, რომ ცენტრის გადაწყვეტილება ძალაში სემესტრის დასრულების შემდეგ შევიდეს", – განაცხადა უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა კოკა ჯახუტაშვილმა.

სტუდენტების თქმით, აღნიშნული მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქარველოს კონსტიტუციას და შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ეროვნული ცენტრიდან ჯერჯერობით პასუხი არ არის.

ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი გახდა სხვადასხვა დარღვევები, მათ შორის ის, რომ ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე დაახლოებით 200 არაქართულენოვანი სტუდენტი სწავლობდა, რომელთა უმრავლესობა ქართულ ენას არ ფლობს. დარღვევები გეგმიური მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.

ქართულ-ევროპულმა უმაღლესმა სასწავლებელმა (GEU) ავტორიზაცია 2013 წლის 1 აგვისტოს გაიარა.

საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა>>>

GEU ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა დააარსეს. სასწავლებელი ახალგაზრდებს სხვადასხვა საბაკალავრო და პროფესიულ პროგრამებს სთავაზობდა, კერძოდ: ბიზნეს-ადმინისტრირება, ტურიზმი, სოციალური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა. უნივერსიტეტში დაახლოებით 600-მდე სტუდენტი ირიცხება, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადავიდნენ.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
საქართველოში სკოლამდელი განათლების განვითარება იგეგმება

2018 წლიდან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები ავტორიზაციას ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადიან. მოთხოვნების რიცხვი სამიდან შვიდამდე გაიზარდა. უმაღლესი სასწავლებლები ავტორიზაციას ექვსი წლის ვადით იღებენ.

თუ ადრე უნივერსიტეტებს ამოწმებდნენ საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალური ბაზისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის კუთხით, ახალი სტანდარტებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას, სტუდენტებზე ორიენტირებულ პროცესებს და მიღწეულ შედეგებს. ასევე ფასდება საორგანიზაციო მართვის ნაწილი და კვლევების ჩასატარებლად არსებული რესურსები.

დღეისათვის საქართველოში 60-ზე მეტი ავტორიზებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ფუნქციონირებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0