ლილოს ნაგავსაყრელი

„არა ნაგავსაყრელს“ - თერჯოლაში ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ

102
(განახლებულია 19:45 10.03.2019)
მყარი ნარჩენების კომპანიის ინფორმაციით, ნაგავსაყრელის მოწყობის პროექტი დამტკიცებულია და სამუშაოები მარტიდან დაიწყება

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. თერჯოლის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გამართა და მათი დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მოწყობა გააპროტესტა.

სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ ნაგავსაყრელის მშენებლობა გასულ თვესაც გააპროტესტა. ადგილობრივებმა მთავრობას ერთკვირიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციები, გზის ბლოკირება და შიმშილობა დააანონსეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ნაგავსაყრელის მშენებლობა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის და ისინი პროტესტის ამ  ფორმით ცდილობენ ყურადღების მიქცევას.

„დაუსახლებელი ტერიტორია ნახონ და სოფელში რომ არ მოაწყონ ნაგავსაყრელი, არ შეიძლება? მოვითხოვთ, არ დაიწყონ მშენებლობა, რადგან სოფელი განადგურდება. დაუშვებელია იქ ნაგავსაყრელის მოწყობა, დაზარალდებიან ადამიანები და დაბინძურდება ბუნება“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ ნაგავსაყრელისთვის განსაზღვრულ ადგილზე ნერგები დარგეს და ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობა მოითხოვეს. 

მყარი ნარჩენების კომპანიის ინფორმაციით, ნაგავსაყრელის მოწყობის პროექტი დამტკიცებულია და სამუშაოები მარტიდან დაიწყება.

102
თემები:
ეკოლოგია საქართველოში (44)