„ფრესკოს" დამფუძნებელი ხელისუფლებას მიმართავს: ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს

© Sputnik / Alexander Imedashviliსუპერმარკეტი
სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვასილ სოფრომაძე ხელისუფლებას გონიერებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ბიზნესი მათ საკადრის პასუხს გასცემს.

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ბიზნესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას მწვავედ აკრიტიკებს და პოლიტიკოსებს გონზე მოსვლისკენ მოუწოდებს.

დამუხრუჭებული მუხრუჭი... ანუ მთავრობის „ყვითელი ბარათი“ ბანკირებს!>>>

ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვა „ფრესკოს“ Facebook-გვერდზე მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარტია „პოლიტიკური ცენტრი–გირჩმა“ TBC Bank-ის („თიბისი ბანკის“) დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დუმილის გამო ბიზნესმენები გააკრიტიკა. „გირჩმა“ ბიზნესმენებს ფარისევლები უწოდა და აღნიშნა, რომ მათი რეალური ინტერესი პირადი ინტერესების ლობირებაა.

„მე, ვასო სოფრომაძე არ ვარ გაჩერებული, მე ხმას ვიღებ, მე ვლაპარაკობ, მე ვიბრძვი... მე ერთი წელია, ჰაერში ვყავარ დაკიდებული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს, რომლებმაც ყველა რეგლამენტის დარღვევით ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა, ვინაიდან აბსოლუტურად იციან, რომ არ შეეფერება სინამდვილეს“, – აცხადებს სოფრომაძე.

სოფრომაძე ქვეყანაში ბიზნესისადმი არათანაბარ დამოკიდებულებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი კონკურენტი, სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“ დღგ-ის გადასახადს არ იხდის, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები კი „ფრესკოში“ პროდუქციას იპარავენ და დასაქმებულებს აშინებენ. მისი თქმით, იგი მზად არის რაიმე სახის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა აიღოს.

„თქვენ მართლა გინდათ, რომ დაგიდოთ კადრები, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, თქვენი დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები ჩემ მაღაზიაში, როგორ ატრიალებენ იარაღს ჩვენი დაცვის თანამშრომლების, ახალგაზრდა გოგონების წინაშე?!. პასუხს ვაგებ ყველა ჩემ სიტყვაზე. გინდათ, დაგიდოთ ეს ყველაფერი?!“ – აცხადებს ვასილ სოფრომაძე. 

 TBC bank-ის მთავარი ოფისი თბილისში - Sputnik საქართველო
TBC Bank-ის საქმე - რისთვის დასჭირდა ხაზარაძეს 17 მილიონი დოლარი

„ფრესკოს“ დამფუძნებელი ხელისუფლებას გონიერებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ბიზნესი მათ საკადრის პასუხს გასცემს.

„გონს მოეგეთ, მე გირჩევთ. მოგიწოდებთ, ნუ ექცევით ბიზნესს როგორც ქუჩის ქალს. ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ, დამიჯერეთ... მე გელით! მე ჩემსას გავაკეთებ, მე ჩემსას მივაღწევ. კაპიკს ვერ აიღებთ ჩემგან!“ – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

„თიბისი ბანკი“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრიდან მოექცა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა იძიებდა 2008 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას, რომელიც ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავდა. თებერვლის შუა რიცხვებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება ჩამოართვა და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მათი გარიცხვისკენ მოუწოდა, რასაც საფუძვლად დაუდო 2007-2008 წლების ტრანზაქციებთან დაკავშირებული დარღვევები.

ხაზარაძემ კატეგორიულად უარყო ფულის გათეთრების ფაქტი და ხელისუფლება მასზე ზეწოლის განხორციელებაში დაადანაშაულა.

TBC Bank-ის საქმემ ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლასა და ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", თავის მხრივ, აცხადებს, რომ საჭიროა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

ყველა ახალი ამბავი
0