პოლიციის შენობა

გიორგი გახარიამ ბოლნისში პოლიციის ახალი შენობა გახსნა

146
(განახლებულია 18:54 04.03.2019)
მინისტრი შენობის დათვალიერების შემდეგ ამავე განყოფილების თანამშრომლებს გაესაუბრა

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შენობა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში გაიხსნა.

მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

„აქ იმსახურებს 40 პოლიციელი, რომლებიც მოემსახურებიან ამ დიდ რაიონს, დაახლოებით 60 ათას მოქალაქეს. აქ არის სრულად მოწყობილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ჩვენმა პოლიციელებმა ღირსეულად შეასრულონ თავისი მოვალეობა. წელს დაიწყება და დასრულდება პოლიციის ახალი შენობები გომში, მესტიაში, წალენჯიხაში, პანკისში და ბაკურიანში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრი შენობის დათვალიერების შემდეგ ამავე განყოფილების თანამშრომლებს გაესაუბრა.

146
თემები:
საქართველოს მთავრობა–2018 (141)
სტუდენტების პროტესტი

„სწავლა მინდა!“ ქართველმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს

29
(განახლებულია 20:13 25.09.2020)
დისტანციური სწავლების ხარისხს როგორც მოსწავლეები, ისე მათი მშობლები ჯერ კიდევ გაზაფხულზე უჩიოდნენ. ახალი სასწავლოს წლის დაწყებასთან ერთად საკითხი განსაკუთრებით გამწვავდა

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. განათლების სამიბნისტროს შენობის წინ სტუდენტებმა საპროტესტო აქცია „სწავლა მინდა!“ გამართეს, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო რვა ქალაქის – თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები იძულებული არიან, ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად ისწავლონ. სხვა ქალაქებსა და სოფლებში სასწავლო დაწესებულებები გაიხსნა.

Студенческий омбудсмен провел митинг перед Министерством образования под названием Мы хотим учиться
© Sputnik / Alex Shlamov
სტუდენტების აქცია განათლების სამინისტროსთან

საპროტესტო აქციაში რამდენიმე ათეული სტუდენტი მონაწილეობდა. ახალგაზრდებმა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გააპროტესტეს. მათ ხელში ეკავათ პლაკატები წარწერებით „მოგვეცით სწავლის უფლება", „ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება", „სწავლა ჩვენი უფლებაა" და სხვ.

Студенческий омбудсмен провел митинг перед Министерством образования под названием Мы хотим учиться
© Sputnik / Alex Shlamov
სტუდენტების აქცია განათლების სამინისტროსთან

გასულ დღე–ღამეში საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.. ეს პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებული მონაცემებით, ქვეყანაში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 4 664 შემთხვევა, აქედან ამჟამად აქტიურია 2 903.

ამასთან, ბოლო 24 საათში კლინიკები დატოვა 54–მა ადამიანმა, სულ გამოჯანმრთელდა 1 759 პაციენტი, გარდაცვლილთა რიცხვს დაემატა კიდევ ერთი და გახდა 27.

29
თემები:
განათლება საქართველოში
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს

39
(განახლებულია 18:29 25.09.2020)
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მიმდინარე წლის აგვისტოში მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია, იუწყება პირველი არხი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მიმდინარე წლის აგვისტოში მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად მან საპარლამენტო არჩევნები დაასახელა, რომელიც 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. მისი თქმით, არავის უნდა გაუჩნდეს ეჭვი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

თინათინ ბერძენიშვილის  კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება მის კონკურენტებს, პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ერთი ხმა მიიღო, ხოლო მომღერალმა ირმა სოხაძემ - არც ერთი.

დასახელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა>>

ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრი და ამავე ორგანიზაციის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი.

39
პრემიერი გიორგი გახარია

გახარია: საკონსტიტუციო რეფორმა ქვეყანას სწრაფი ტემპით წაიყვანს განვითარების გზაზე

0
(განახლებულია 20:04 25.09.2020)
საქართველო თავს აცნობს მსოფლიოს, როგორც ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტი აქვს რეგიონში, მიღწევებით არ კმაყოფილდება და მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ, აღნიშნა პრემიერმა

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ჩვენ გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა, რაც ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტის ოთხი პრინციპი: რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა გაეროში>>

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წლიდან საქართველო ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ხოლო 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

„დღეს საქართველო თავს აცნობს მსოფლიოს, როგორც ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტი აქვს რეგიონში, მიღწევებით არ კმაყოფილდება და მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნის სრულიად ახალ, დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელ ანალოგს, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, ამ ცვლილებით მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ის, რაც სახელმწიფოს 30-წლიანი არსებობის განმავლობაში ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ განაცხადა, თუმცა ვერავინ გაბედა აღსრულება.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ასევე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა,  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სხვ.

წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 75 წლის იუბილეს აღნიშნავს და ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში პირველად  გენერალური ასამბლეა დისტანციურად იმართება. 

გენერალური ასამბლეის საიუბილეო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად უკვე გამოვიდა. მის სიტყვას ერქვა „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“, რომელშიც ჩამოთვლილი იყო თანამედროვე გამოწვევების პირობებში ქვეყნის კეთილდღეობის ფუნდამენტური საფუძვლები.

0