საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია

პროფსასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა შემცირდა

142
(განახლებულია 10:07 02.03.2019)
ხელისუფლება პროფესიული განათლების რეფორმას ატარებს და სისტემაში უახლოეს დროს მოსწავლეთა ზრდას ელოდება

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა შემცირდა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

2017 წელთან შედარებით, სტუდენტების მიღება 24,4%-ით შემცირდა. 2018 წლის ბოლოსათვის, იმ საგანმანათლებლო სასწავლებლების რაოდენობა, რომლებიც სტუდენტებს პროფესიულ პროგრამებზე იღებდნენ, 118-ს შეადგენდა, აქედან 39 იყო სახელმწიფო, ხოლო 79 - კერძო.

პროფესიული გადამზადების პროგრამა აპრილიდან დაიწყება >>

სტუდენტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორიცაა ინჟინერია, ჯანდაცვა, ბიზნეს-ადმინისტრირება და აგრარული მეცნიერებები.

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით ლიდერობს თბილისი (46,7%). შემდეგ მოდის აჭარა (22,4%), იმერეთი (6,8%), კახეთი (6%).

2018 წელს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ შეადგინა 12000 ადამიანი, რაც წინა წელთან შედარებით 22,3%-ით მეტია.

განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ირინა წეროძის თქმით, პროფსასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა შემცირების ტენდენციის მიზეზია ე.წ. საკონკურსო პროგრამები, სადაც ერთ ადგილზე რამდენიმე სტუდენტი მოდის. შესაბამისად, აბიტურიენტების ნაწილი საგანმანათლებლო პროგრამებზე ვერ ხვდება.

წეროძის განმარტებით, გაუქმდა ის პროგრამები, სადაც მხოლოდ თეორიული სწავლა მიმდინარეობდა. ინერგება ახალი, პრაქტიკაზე დამყარებული მიმართულებები. მათი სრული დანერგვისთვის სასწავლო დაწესებულებებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

საქართველოს ციხეებში პატიმრები პროფგანათლებას მიიღებენ >>

წეროძე ირწმუნება, რომ უახლოეს დროს ცვლილებები აისახება საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტუდენტების რაოდენობაზე. შემდეგ კი მოსწავლეთა შემცირების ტენდენციას ზრდა ჩაანაცვლებს.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა ტარდება, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს პროფესიული განათლების განვითარება წარმოადგენს.

რეფორმის თანახმად, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება.

საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (მე-9 კლასი) საშუალება მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლება მიიღონ. სურვილის შემთხვევაში კი ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ. რეფორმის განხორციელება ეტაპობრივად მაისიდან დაიწყება.

ამას გარდა, სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (მე-12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

სამინისტროს ინფორმაციით, დაინერგება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები, რაც გულისხმობს პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობას, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.

რეფორმის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

პროფესიული განათლების დარგში ყველა ცვლილება კერძო სექტორის ჩართულობით განხორციელდება.

142
თემები:
განათლება საქართველოში-2018 (278)
მომხმარებელი კომპიუტერთან

ჯანდაცვის სამინისტრო დახმარების მისაღებად რეგისტრაციისას შეფერხების გამო ბოდიშს იხდის

49
რეგისტრაციის ვებგვერდი დილიდან შეფერხებით მუშაობდა, შუადღისთვის კი საერთოდ გაითიშა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფულადი დახმარების სწრაფად მიღების მსურველი ძალიან ბევრია

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik. საქართველოში 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მიღების მსურველებმა სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია ვერ მოახერხეს - მშობელთა გაზრდილი ნაკადის გამო პლატფორმის მუშაობა შეფერხდა, იუწყებიან ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს. გახარიას თქმით, დღეისათვის საქართველოში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 880 ათასი მოზარდია. შაბათს ვებგვერდზე daxmareba.moh.gov.ge დაიწყო რეგისტრაცია დახმარების მისაღებად. თუმცა რეგისტრაციის გავლის მსურველები პრობლემას გადააწყდნენ - ვებგვერდი არ მუშაობდა.

„ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული“, - განმარტეს ჯანდაცვის სამინისტროში და ბოდიში მოიხადეს.

ამავე დროს უწყებამ დაამშვიდა მშობლები და განმარტა, რომ რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გაგრძელდება და დახმარების მიღებას ყველა მსურველი მოასწრებს.

მშობელმა ელექტრონულ პორტალზე შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა განათავსოს:

  • ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი)
  • საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

ამ ეტაპების გავლის შემდეგ სისტემა დაარეგისტრირებს განაცხადს. ერთ ბავშვზე დახმარების ოდენობა 200 ლარს შეადგენს.

49
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
მაგიდა კაფეში

იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს: რა ხდება ქობულეთში

77
(განახლებულია 17:18 15.08.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. ყველა იმ მოქალაქემ, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ,  სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს უნდა მიმართოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ინფიცირებულია ქალი, რომელიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ მუშაობს.

„ეს ქალბატონი თბილისიდან ქობულეთში სამუშაოდ არის ჩასული. ის ქობულეთში კაფე „ჰავანაში“ მუშაობდა. აქ მომუშავე პერსონალი, ყველა, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, ყველა მოკვლეულია და იზოლაციაშია გადაყვანილი. მათ გამოიკვლევენ, მაგრამ მინდა, მაქსიმალურად გავაფრთხილო ისინი, ვინც 9, 10 და 11 აგვისტოს ამ კაფეში იმყოფებოდა, რომ ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც გამოუვლინდებათ სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – განაცხადა  იმნაძემ.

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, იმნაძის თქმით, ცხრა ინფიცირებული იმყოფებოდა მესტიაში, ერთი - ყაზბეგში ინფიცირებულის ოჯახის წევრია, სამი - ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო ერთი - სომხეთიდან ჩამოსული მძღოლია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 261 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

77
თემები:
COVID-19 საქართველოში