როგორი იყო ბიძინა ივანიშვილი ოცი წლის წინ: ფოტომ სოციალური ქსელი ააფეთქა

© FB / Beraბიძინა და ბერა ივანიშვილი
ბიძინა და ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერას პატარაობის ფოტომ მის ხელმომწერებს შორის დადებითი ემოციები გამოიწვია.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. პოპულარულმა მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა მამას, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა და Instagram-ზე 20 წლის წინანდელი ფოტო გამოაქვეყნა.

საშინლად ლამაზი: ბერა ივანიშვილი არაორდინარული სილამაზის მქონე მამაკაცების სიაში მოხვდა>>>

საქართველოს ექს-პრემიერს, მილიარდელ ბიძინა ივანიშვილს 18 თებერვალს 63 წელი შეუსრულდა.

„მამა, ბედნიერი დაბადების დღე", – წააწერა ბერამ ფოტოზე.

კადრში პატარა ბერა მამის კისერზე ზის, ორთავე იღიმება და ბედნიერებას ასხივებს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Happy Birthday Dad ❤️

Публикация от BERA (@beraofficial)

„რა საყვარლები ხართ, გილოცავთ", – წერენ ხელმომწერები.

„რა ლამაზი მამა გყავთ, ძალიან კეთილი და ნათელი გამოხედვა აქვს! ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და ბედნიერება გქონოდეთ!" – წერენ ბერას ხელმომწერები.

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.

2018 წელს 23 წლის ბერა მოდელ ნანუკა გუდავაძეზე დაქორწინდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0