საქართველოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

© photo: courtesy of NCDCლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირებულია 5,5 ათასზე მეტი მამაკაცი და 1,8 ათასზე მეტი ქალი.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოში, 2019 წლის 31 იანვრის მონაცემებით, აივ-ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გასული წლის შესაბამის პერიოდში კი 28 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი, აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

საქართველოში აივ–ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება>>>

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მთლიანად 7 474 აივ-ინფიცირებულია. მათგან 5,5 ათასზე მეტი მამაკაცია, ხოლო ქალი – 1,8 ათასზე მეტი. პაციენტების უმრავლესობის ასაკი 29-დან 39 წლამდეა.  

სისხლის გადასხმის ცენტრი - Sputnik საქართველო
საქართველოში წელს აივ-ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღემდე შიდსი განუვითარდა 3,9 ათასზე მეტ პაციენტს, დაიღუპა 1,5 ათას ადამიანზე მეტი. მკურნალობის კურსს გადის 4,5 ათასზე მეტი პაციენტი, მათგან 43 ბავშვია.

რაც შეეხება დაავადების გადაცემის გზებს, აივ-ინფიცირების ძირითადი მიზეზი კვლავ ნარკოტიკების ინექციის გზით მიღება (39.9%) და ჰეტეროსექსუალური კონტაქტებია (46.4%).

აივ-ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2,7 ათას შემთხვევაზე მეტი, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა), შემდეგ მოდიან სამეგრელო (947 შემთხვევა) და იმერეთი (924 შემთხვევა).

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში აღინიშნება ახალი შემთხვევების სტაბილური ზრდის ტენდენცია. საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ კონსულტირება-ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა.

აივ — ესაა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის აბრევიატურა. ვირუსი ანადგურებს იმუნურ სისტემას. აივ-ვირუსი ცხოვრობს და მრავლდება მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში. ვირუსი თანდათან ანადგურებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციებისადმი. გარკვეულ მომენტში ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი იმდენად მცირდება, რომ ადამიანი შეიძლება დაავადდეს ისეთი ინფექციური დაავადებებით, რომლებითაც ადამიანები საერთოდ არ, ან ძალიან იშვიათად ავადდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0