სოციალური მუშაკების საქმიანობას მინისტრი პირადად გააკონტროლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliქალები ბავშვთან ერთად
ქალები ბავშვთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ოთხი წლის გოგონას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ დღის წესრიგში სოციალური მუშაკების საქმიანობის სფეროში ცვლილებების აუცილებლობა დადგა.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოში სოციალური სამუშაოების პოლიტიკის საბჭო შეიქმნება, რომელსაც პირადად ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უხელმძღვანელებს.

სოციალური მუშაკების საქმიანობის ეფექტურობის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 4 წლის გოგონა თბილისში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ბავშვი გარდაცვლილი 22 იანვარს იპოვეს. მომხდარის შემდეგ პოლიციამ მისი დედა ლეილა ქსოვრელი დააკავა, რომელსაც მანამდე ბავშვთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.

საკანი - Sputnik საქართველო
ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალება თბილისში – ბავშვის დედას ბრალი წაუყენეს

პოლიციამ ბავშვის დედაზე შემაკავებელი ორდერი მას შემდეგ გამოწერა, რაც გოგონა 6 იანვარს საავადმყოფოში მრავალრიცხოვანი დაზიანებებით მოხვდა. ამ შემთხვევამდე დედას, რომელმაც თავად გადაწყვიტა ბავშვის მიმღებ ოჯახში გაგზავნა, პერიოდულად მიჰყავდა ის თავისთან, თუმცა როცა უკან აბრუნებდა, სოციალურ მუშაკებს ძალადობის კვალი მის სხეულზე არ უნახავთ.

გოგონას გარდაცვალების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ გაათავისუფლა სოციალური სამსახურის ოთხი თანამშრომელი, რომლებიც გოგონას საქმეს უძღვებოდნენ. თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა აგრეთვე სამინისტროს მზრუნველობა-მეურვეობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.

„4 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოთხი თანამშრომლის გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ სისტემური პრობლემების ამ ადამიანებზე გადაბრალება გვინდა. პირიქით, პირველ რიგში ვაპირებთ შევცვალოთ არსებული სისტემა. შეიქმნება სოციალური სამუშაოების პოლიტიკის საბჭო, რომელსაც თავად ვუხელმძღვანელებ. პირადად მექნება შესაძლებლობა სოცმუშაკებთან ურთიერთობის, რათა პოლიტიკის მიმართულებით მქონდეს მათთან კომუნიკაცია და პროცესს პირად კონტროლზე ავიყვან", – განუცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებს.

ბავშვებზე ზრუნვის სფეროში რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მისი განცხადებით, პატარა გოგონას მკვლელობა უდიდესი ტკივილი იყო მთელი საქართველოსთვის. მისი ინფორმაციით, აუდიტის სამსახურმა, ფაქტობრივად, დაასრულა კვლევა, უკვე გამოვლენილია იმ ადამიანების წრე, ვისი პასუხისმგებლობაც იყო ამ საქმეში. პრემიერის თქმით, „ამ სამსახურის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია".

გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი: „რა შემაკავებელი ორდერი, ბავშვს არავინ სცემდა">>

გარდაცვლილი ბავშვის დედის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ოჯახური დანაშაული, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არასრულწლოვანის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა". თუ მას ბრალი დაუმტკიცდება, ჯარიმა ან 180-დან 200 საათამდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0