თბილისის მერია ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს გეგმავს

© Sputnik / Alexander Imedashviliე.წ.ზებრა-გადასასვლელი
ე.წ.ზებრა-გადასასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მასშტაბით 34 ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდია.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მიმდინარე წელს თბილისში არსებული საფეხმავლო ხიდების ნაწილის დემონტაჟი იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძე თბილისის ერთ-ერთ საფეხმავლო ხიდს ათვალიერებს - Sputnik საქართველო
კალაძე: თბილისში საფეხმავლო ხიდების კონსტრუქციები ვიზუალურად ცუდი და არაკომფორტულია

კალაძის განცხადებით, ქვეითად მოსიარულეთათვის საფეხმავლო ხიდებით სარგებლობა არაკომფორტული და არაპრაქტიკულია, ამიტომ მათ ნაცვლად თბილისის მერია შუქნიშნებით რეგულირებულ ე.წ. ზებრა-გადასასვლელების მოწყობას გეგმავს.

„სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში არსებული საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი მოგვიწევს, რომელიც საკმაოდ მოუხერხებელია, შშმ პირებისთვის არ არის ადაპტირებული და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩემი თხოვნაა, რომ მსგავსი ხიდების დემონტაჟი ყველა იმ ლოკაციაზე განვახორციელოთ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს", – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს დაავალა, დაიწყონ მუშაობა აღნიშნული მიმართულებით.

კახა კალაძემ ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში განაცხადა, რომ თბილისში არსებული საფეხმავლო ხიდების კონსტრუქციები ვიზუალურად ცუდი და არაკომფორტულია.

დედაქალაქის მასშტაბით მუნიციპალურ საკუთრებაში 34 ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდია, რომელთა უმეტესობა 2009-2010 წლებში აიგო.

 

ყველა ახალი ამბავი
0