„უსაფრთხო სკოლა“ – მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი შეიქმნა

გამოწერა
მინისტრი სკოლის მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას აპირებს

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა ახალი პროექტი „უსაფრთხო სკოლა“, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელდება.

ექსპერტებმა განათლების რეფორმის ათი პაეტი მოამზადეს, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. ქვეყნის სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებს შორისაა მასავლებლების ცოდნისა და უნარების შეფასების ახალი სისტემა, სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა. რეფორმები ოთხ წელს გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს საგანმანათლებლო ცენტრი და ლიდერი რეგიონში.

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
მოსწავლეები განახლებული პროგრამით ისწავლიან – რა ცვლილებები იგეგმება განათლების სისტემაში

„სკოლების უსაფრთხოების მიმართულებით ბოლო თვეების განმავლობაში უკვე მივიღეთ პოზიტიური შედეგები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვიწყებთ რეფორმის მეორე ეტაპს, რომელიც მანდატურის სამსახურთან ერთად, სკოლების გაძლიერებას გულისმობს. ჩვენი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა უმთავრესი პრიორიტეტია“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

უკვე მიმდინარეობს მუშაობა სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაზე, რომლის გამოყენებას შეძლებენ არა მხოლოდ სკოლის ადმინისტრაცია, მანდატურები ან განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, არამედ მშობლებიც. პროგრამა საშუალებას იძლევა, მიიღონ ინფორმაცია მოსწავლის შესახებ ელექტრონულ რეჟიმში.

განათლების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ პარტნიორებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის პროექტზე „უსაფრთხო სკოლა“ მუშაობისას. მისი თქმით, დაინერგება არსებითად ახალი მიდგომა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკელ კოლეგებთან ერთად შემუშავდა.

საქართველოს განათლების სისტემის დაფინანსება გასამმაგდება>>

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მოსწავლის ემოციურ მდგომარეობას. სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, გაძლიერდეს და გაფართოვდეს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები, რომლებიც სკოლის მანდატურის სამსახურში არსებობს. ახალი ცენტრები უახლოეს მომავალში გაიხსნება სამცხე–ჯავახეთსა და სამეგრელოში. ამ ცენტრებში მოსწავლეებს დაეხმარებიან მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, ბავშვთა ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
თბილისში „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება

სკოლის მანდატურები, რომლებსაც არ გაუვლიათ შსს–სთან თანამშრომლობით შექმნილი სასწავლო პროგრამა, გადამზადდებიან პოლიციის აკადემიაში. 2019–2020 წლებში სკოლის მანდატურები გაჩნდებიან ქვეყნის კიდევ 260 საჯარო სკოლაში. შედეგად, მანდატურები ქვეყანაში მოსწავლეების 85%– მოემსახურებიან.

რთულ ვითარებებში დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით, შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც გადაუდებელი შემთხვევის დროს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადგილზევე გაეცნობა არსებულ ვითარებას და გაატარებს საჭირო ღონისძიებებს.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამის თანახმად, საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს მომავალ ოთხ წელიწადში ქვეყანაში განათლების სისტემის შეცვლა. რეფორმა პირველ რიგში შეეხება თავად საგანმანათლებლო დაწესებულებებს – ყველა მათგანი მაღალ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. 2019 წელს სკოლამდელ და სასკოლო განათლებაზე 750,5 მილიონი ლარია გამოყოფილი, უმაღლეს განათლებაზე – 167 მილიონი ლარი.

საქართველოს განათლების მინისტრი საზოგადოებას დაგეგმილი რეფორმების შესახებ ეტაპობრივად გააცნობს.

ყველა ახალი ამბავი
0