თბილისის მერიაში შშმ პირთა საკურორტო ვაუჩერების მისაღებად განცხადებების მიღება იწყება

გამოწერა
პროგრამის მიხედვით, ბენეფიციარები 700-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და თავად აირჩევენ დასასვენებელ ადგილს.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია 1 თებერვლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღებას იწყებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სერგეენკომ ჯანდაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები დაასახელა>>>

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დასვენების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

პროგრამის ფარგლებში საკურორტო ვაუჩერები თბილისში რეგისტრირებულ 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირებზე და მათ გამყოლებზე გაიცემა.

პროგრამის მიხედვით, ბენეფიციარები მიიღებენ 700-ლარიან ვაუჩერს და თავად აირჩევენ დასასვენებელ ადგილს, სასტუმროსა და მომსახურების პირობებს მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თბილისისა. ვაუჩერით სარგებლობის ვადა კი უნდა იყოს არანაკლებ 6 დღე-ღამე.

შშმ პირი - Sputnik საქართველო
შშმ პირები პირადობის მოწმობებს უფასოდ აიღებენ

საკურორტო ვაუჩერი ძალაში იქნება 2019 წლის 1 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.

ვაუჩერის მიღების მსურველმა პირმა (კანონიერმა წარმომადგენელმა) განაცხადით უნდა მიმართოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა), ცნობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ და, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში, თბილისის ტერიტორიაზე არსებულ დღის ცენტრში შშმ პირის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თბილისის მერიაში განაცხადების მიღება 15 აპრილს დასრულდება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გასულ წელს გადავიდა. მანამდე შშმ პირები იმ კომპანიების მომსახურებით სარგებლობდნენ, რომლებიც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში იმარჯვებდნენ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2018 წელს შშმ პირებსა და მათ გამცილებლებზე 1 100-მდე ვაუჩერი გაიცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0