კომაროვის სკოლადამთავრებულებმა აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების მიწვევა მიიღეს

© FB / Massachusetts Institute of Technologyმასაჩუსეთსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომაროვის სახელობის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა აშშ-ის უნივერსიტეტებში უფასო სწავლის უფლება სასწავლო წლის დასრულებამდე პირველად მოიპოვეს.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური №199 სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების მიწვევა მიიღეს, ნათქვამია სკოლის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ში სწავლას გააგრძელებენ გიორგი ჩუბინიძე (University of Pennsylvania), გიორგი კლდიაშვილი (Massachusetts Institute of Technology), ლექსო ბორაშვილი (Lafayette College), ლუკა მდივანი (Duke Kunshan University).

ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადაზე - Sputnik საქართველო
10 მედალი! ქართველი მოსწავლეების ტრიუმფი საერთაშორისო ოლიმპიადაზე

„წელს, პირველად კომაროვის ისტორიაში, ნაადრევი გადაწყვეტილებით (Early Decision) ოთხმა მოსწავლემ სრული დაფინანსება მოიპოვა და სექტემბრიდან ისინი სწავლას ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ. სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას და მომავალშიც მრავალს უსურვებს“, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

სკოლა, რომელიც მსოფლიოში პირველი მრავალადგილიანი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრის ვლადიმირ კომაროვის სახელს ატარებს, უკვე 50 წლისაა. ამ სკოლაში სწავლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზეა ორიენტირებული და მასში მოხვედრა გამოცდის ჩაბარების შედეგად მეშვიდე კლასიდან არის შესაძლებელი. პედაგოგთა უმრავლესობა თავად სკოლადამთავრებულია. კომაროველები ხშირად იმარჯვებენ საერთაშორისო ოლიმპიადებზე, კონკურსებზე და კონფერენციებზე.

ყველა ახალი ამბავი
0