თბილისში ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია იწყება

© Sputnik / Levan Avlabreliვახუშტის ხიდი
ვახუშტის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეაბილიტაციის გამო ვახუშტის ხიდი დაახლოებით ოთხი-ხუთი თვის მანძილზე ნაწილობრივ ჩაიკეტება.

თბილისი, 16 იანვარი -  Sputnik. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი წერეთლის გამზირს სააკაძის მოედანთან აკავშირებს. იგი რეაბილიტაციის გამო  დაახლოებით ოთხი-ხუთი თვის მანძილზე ნაწილობრივ ჩაიკეტება.

თბილისის ძველი ხიდები ახალ სიცოცხლეს შეიძენს>>>

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია იმ კვლევის საფუძველზე გადაწყდა, რომელიც 2015 წელს დედაქალაქის მასშტაბით ჩატარდა.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით არსებული ავარიული ხიდების რეაბილიტაციას განაგრძობს. 2015 წელს ყველა ხიდთან მიმართებაში კვლევები ჩატარდა. ჩვენ გვაქვს უკვე სრული სურათი, თუ რომელი ხიდის რეაბილიტაცია არის პრიორიტეტული და ამის მიხედვით შესაბამის სამუშაოებს ვახორციელებთ. მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

საბაგირო - Sputnik საქართველო
მაღლივი-ბაგების საბაგიროს დამატებითი შემოწმება ჩაუტარდება

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხიდის ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა. ასევე გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება.

რაც შეეხება ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის სქემას, მერის განცხადებით, თბილისის მოსახლეობას უახლოეს მომავალში სრული ინფორმაცია ექნება.

„სამუშაოები დაახლოებით ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშული ხიდი არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, ამიტომაც მისი რეაბილიტაცია აუცილებელია. ჩემი თხოვნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, თუ როგორ იქნება მოძრაობა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და სამუშაოები როდიდან დაიწყება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება 2,3 მლნ ლარია.

ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის დაწყება თბილისის მერიას გასულ წელსაც სურდა და სამუშაოებისთვის დაახლოებით 1,7 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავდა, თუმცა რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. 

ყველა ახალი ამბავი
0