მაღალმთიანი რეგიონების აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა შემცირდა

© photo: Sputnik / Levan Avlabreli / გადასვლა მედიაბანკშიმესტიის აეროპორტი
მესტიის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიზეზი მთავარი დამკვეთის – სახელმწიფოს მხრიდან რეისების შემცირება გახდა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს რთულად მისადგომი რეგიონების ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი შემცირდა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2018 წლის მასალებში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
რომელი ავიაკომპანია ლიდერობდა საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წელს

სააგენტოს მონაცემებით, სვანეთის მესტიის აეროპორტი გასულ წელს მოემსახურა 6 858 მგზავრს, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 398 მგზავრით, ან 5,5%-ით ნაკლებია. ამბროლაურის აეროპორტით 2018 წელს ისარგებლა 1 582-მა მგზავრმა, რაც წინა წელთან შედარებით 141 მგზავრით, ანუ 8,2%-ით ნაკლებია.

მგზავრთნაკადის შემცირების მიზეზი ავიაკომპანია Ak Ear Georgia-ს ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა განმარტა. ეს ავიაკომპანია ერთადერთია, რომელიც თბილისიდან ამ აეროპორტებში ფრენებს ახორციელებს.

„წინა წელთან შედარებით რეისების რაოდენობა შემცირდა დამკვეთის, ანუ სახელმწიფოს მიერ. ამასთან, მოთხოვნა შიდა ფრენებზე საკმაოდ მაღალია და რეისების საშუალო დატვირთვა 70 პროცენტს შეადგენს", – განაცხადა მღებრიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

მთლიანობაში, 2018 წელს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული ავიარეისებით 5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წელთან შედარებით 23,6%-ით მეტია. მაღალი ზრდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.

ყველაზე პოპულარულ აეროპორტად რჩება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მან 3,8 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0