საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ამჟამინდელი დროშის ისტორია ცხრა საუკუნეზე მეტს ითვლის

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოში ქართული დროშის დღე 14 იანვარს აღინიშნება.

საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს, „ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაამტკიცეს. იმავე დღეს აღმართეს ის პარლამენტის შენობის თავზე და ჩამოხსნეს პირველი ქართული რესპუბლიკის შინდისფერი დროშა თეთრი და შავი ზოლებით, ხოლო ეს თარიღი სახელმწიფო დროშის დღედ გამოაცხადეს.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, 14 იანვარს ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან ან საკუთარი სახლებისა და ავტომობილების სახურავებიდან ქართული დროშა გადმოფინონ.

მთაწმინდის ხედი, ქართული დროშა - Sputnik საქართველო
ქართული დროშა ქვეყნის ყველა შენობაზე აფრიალდება

სხვადასხვა წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელიც უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.

ძველი დროშის აღდგენა 1992 წელს გადაწყვიტეს. საქართველოს ჰერალდიკის ასოციაციამ ამ დროშის ვარიანტი შეიმუშავა რამდენიმე ცვლილებით. ტრადიციული პირდაპირი ჯვრების ნაცვლად გამოყენებული იყო „ბოლნისის ჯვრები". პროექტი სახელმწიფო სიმბოლიკის კომისიამ განიხილა, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღია.

პოლიტიკურმა ოპოზიციამ 2003 წელს, რომელიც ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამოდიოდა, სწორედ ამ დროშას დაუჭირა მხარი. პარტიული დროშის სახით ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო გახდა.

„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის სახელით, პარლამენტს ხუთჯვრიანი დროში მთავარი სახელმწიფო სიმბოლოს სახით დამტკიცება შესთავაზა. გადაწყვეტილება დეპუტატების უმრავლესობით მიიღეს (147 ერთის წინააღმდეგ). ახალი დროშა 14 იანვარს უკვე აღმართეს პარლამენტის შენობის თავზე და ეს დღე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.

უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.

ყველა ახალი ამბავი
0