სარემონტო სამუაოები კახეთის გზატკეცილზე

აეროპორტიდან თბილისის ცენტრის მიმართულებით ავტომაგისტრალზე შეზღუდვები ამოქმედდება

62
(განახლებულია 12:41 12.01.2019)
თბილისის აეროპორტის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 23:30 საათზე ამოქმედდება

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციის ფარგლებში, დღეს, 23:30 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით, მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კალაძემ მიწისზედა მეტროს სადგურების მშენებლობის დაწყების თარიღი დაასახელა >>

ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით ტრასის ნაწილი დროებით ორმხრივი გახდება. შეზღუდვა 23:30 საათიდან ამოქმედდება.

ე.წ. ვარკეთილის  ხიდებზე (გზაგამტარზე) მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო. ხიდების რეკონსტრუქცია შვიდ თვეს უნდა გაგრძელებულიყო. ეს პროცესი მოიცავდა დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟსა და ახალის აშენებას, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობას და სხვა სახის სამუშაოებს.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 1,6 მილიონი ლარია.

62
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში–2018 (279)