ახალციხე–ნინოწმინდისა და ახალქალაქი–კარწახის გზაზე შეზღუდვები ამოქმედდა

© Sputnik / STRINGERთოვლი მაღალმთიანეთში
თოვლი მაღალმთიანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ახალციხე–ნინოწმინდისა და ახალქალაქი–კარწახის გზაზე მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

შეზღუდვა ძლიერი ქარის, ნამქერების და შეზღუდული ხილვადობის გამო დაწესდა.

უწყების ინფორმაციით, ახალციხე–ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 90-112 კმ (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი–კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 1-36.5 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე–ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0