საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული ავიარეისები შესრულდება

CC BY 2.0 / Mark Harkin / TC-LJHTurkish Airlines Boeing 777-300
Turkish Airlines Boeing 777-300 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანკარა-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული ავიარეისები აქამდე არ განხორციელებულა.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ავიაკომპანია Turkish Airlines 2019 წლის იანვრიდან თბილისიდან ანკარის მიმართულებით პირდაპირ რეისებს განახორციელებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

Turkish Airlines  - Sputnik საქართველო
Turkish Airlines–ი საქართველოში ხშირად იფრენს

18 იანვრიდან საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ – ორშაბათს და პარასკევს განხორციელდება. ქალაქებს ერთმანეთთან Boeing 737–800 მარკის თვითმფრინავები დააკავშირებს.

სააგენტოს ცნობით, თურქული ავიაკომპანია ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 18 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 მარტამდე) შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ანკარა-თბილისი-ანკარა ახალ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნულ საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0