მიხეილ გიორგაძე

მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკიდან გაწერეს

123
(განახლებულია 12:54 07.01.2019)
გიორგაძე სტამბულში მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა

თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე კლინიკიდან 4 იანვარს გაწერეს და ის მიმდინარე კვირას საქართველოში დაბრუნდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მიხეილ გიორგაძე გასული წლის 17 ნოემბერს სოფელ ნაფარეულთან ავტოავარიაში მოყვა და მრავლობითი მოტეხილობებით ჯერ თელავის მუნიციპალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. გიორგაძე საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში სამი დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. მოგვიანებით კი გიორგაძე ინგოროყვას კლინიკიდან სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. 

გიორგაძე სტამბულში მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა.

არსებული ინფორმაციით, გიორგაძე ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ამ ზაფხულს გახდა. 2014 წლის 23 ივლისიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე იგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იყო, 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 15 ივლისამდე კი კულტურისა და სპორტის მინისტრი.

123
თემები:
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)