თბილისის ზოგიერთ მუზეუმში ღამით ბავშვების დარჩენა იქნება შესაძლებელი

გამოწერა
გვარჯალაძის თქმით,  მსგავსი ღონისძიებები რეგულარულად, კონკრეტულ დღეებში უნდა ჩატარდეს.

 

თბილისი, 3 იანვარი -  Sputnik. თბილისის ზოგიერთ მუზეუმში ღამით კარვების გაშლა და ბავშვების დარჩენა იქნება შესაძლებელი, იუწყება ტელეკომპანია Imedi თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელის  სერგი გვარჯალაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

გვარჯალაძის თქმით,  ეს კრეატიული ინდუსტრიის ნაწილია და  მსგავსი ღონისძიებები რეგულარულად, კონკრეტულ დღეებში უნდა ჩატარდეს. 

ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისის „ღამის ეკონომიკას“ საერთაშორისო ფორუმზე განიხილავენ

„მაგალითად, შეიძლება მუზეუმში დარჩნენ ღამით ბავშვები, კარვები გაშალონ და ერთმანეთს ზღაპრები წაუკითხონ. ეს კრეატიული ინდუსტრიის ნაწილია, ჩემი იდეების თავსმოხვევა არ მინდა“, -აღნიშნა ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა.

მისი განცხადებით, ასევე შესაძლებელია მოხდეს კლუბის, მუზეუმის და მუსიკის შერწყმა, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორია დარბაზი, სად მდებარეობს, ვინ იქნებიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას და ა.შ.

ღამის თბილისის განვითარება კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას და ქალაქის საგადასახადო შემოსავლების გაზრდას ისახავს  მიზნად. „ღამის ეკონომიკის“ განვითარების კონცეფციის პროექტს ცნობილი ტელეპროდიუსერი და მუსიკოსი სერგი გვარჯალაძე ხელმძღვანელობს.

ღამის ეკონომიკის განვითარების  ფარგლებში თბილისის მერიამ სექტემბრის ბოლოს უკვე აამოქმედა პროექტი, რომლის ფარგლებშიც სექტემბრის შუა რიცხვებიდან პარასკევსა და შაბათს ღამის საათებში დედაქალაქის ქუჩებში ავტობუსების დამატებითი რეისები დაინიშნა.


ყველა ახალი ამბავი
0