ბათუმის აეროპორტი

რუსეთის 18 ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაინიშნება

200
შესაძლოა, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ავიარეისები რუსეთის უფრო მეტი ქალაქიდან შესრულდეს

თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. ხუთმა ავიაკომპანიამ თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან რეგულარული ავიარეისების განხორციელებაზე ნებართვა მოიპოვა, ნათქვამია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ვებგვერდზე.

„მალენკი გრუზინი“ საყვარელ მოსკოვში: ხუმარა მფრინავის ამბები ორ ქვეყანაში >>

ფრენების განხორციელებაზე დაშვების გაცემასთან დაკავშირებული ბრძანების თანახმად, თბილისის მიმართულებით შესაძლოა განხორციელდეს რეისები სამარადან, ტომსკიდან, ომსკიდან, ბარნაულიდან, ვოლგოგრადიდან, უფადან, ყაზანიდან, პერმიდან, ორენბურგიდან, ეკატერინბურგიდან და ჩელიაბინსკიდან. კვირაში ორჯერ რეგულარული რეისების შესრულების ნებართვა მიიღეს ავიაკომპანიებმა „ურალის ავიახაზები“ და „ჩრდილოეთის ქარი“.

გარდა ამისა, ავიაკომპანიებმა „პობედამ“, „ნორდსტარმა“ და ЮВТ АЭРО-მ მოიპოვეს ნებართვა რეისების განხორციელებაზე ბათუმის მიმართულებით კრასნოდარიდან, პერმიდან, ყაზანიდან, ეკატერინბურგიდან, კრასნოიარსკიდან და ჩელიაბინსკიდან.

დღეისათვის საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის რეგულარულ ავიარეისებს ახორციელებენ ავიაკომპანიები „აეროფლოტი“, „პობედა“, „ურალის ავიახაზები“, S7 Airlines-ი და Georgian Airways.

2018 წლის 11 თვეში ქართულ აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 23%-ით გაიზარდა და თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში 4,6 მილიონი მგზავრი შეადგინა.

200
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში–2018 (96)