საპყრობილე

პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების მიღება იწყება

61
(განახლებულია 15:20 27.12.2018)
საახალწლო ამანათების მიღება სამი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების მიღება იწყება, აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწარმოებს 28 და 39 დეკემბერს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს — 09:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში.

კანონით განსაზღვრული წესით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა დაწესებულებაში ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.

 

61
თემები:
საქართველოს მთავრობა–2018 (141)
სტუდენტების პროტესტი

„სწავლა მინდა!“ ქართველმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამრთეს

20
(განახლებულია 18:53 25.09.2020)
დისტანციური სწავლების ხარისხს როგორც მოსწავლეები, ისე მათი მშობლები ჯერ კიდევ გაზაფხულზე უჩიოდნენ. ახალი სასწავლოს წლის დაწყებასთან ერთად საკითხი განსაკუთრებით გამწვავდა

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. განათლების სამიბნისტროს შენობის წინ სტუდენტებმა საპროტესტო აქცია „სწავლა მინდა!“ გამართეს, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო რვა ქალაქის – თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები იძულებული არიან, ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად ისწავლონ. სხვა ქალაქებსა და სოფლებში სასწავლო დაწესებულებები გაიხსნა.

Студенческий омбудсмен провел митинг перед Министерством образования под названием Мы хотим учиться
© Sputnik / Alex Shlamov
სტუდენტების აქცია განათლების სამინისტროსთან

საპროტესტო აქციაში რამდენიმე ათეული სტუდენტი მონაწილეობდა. ახალგაზრდებმა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გააპროტესტეს. მათ ხელში ეკავათ პლაკატები წარწერებით „მოგვეცით სწავლის უფლება", „ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება", „სწავლა ჩვენი უფლებაა" და სხვ.

Студенческий омбудсмен провел митинг перед Министерством образования под названием Мы хотим учиться
© Sputnik / Alex Shlamov
სტუდენტების აქცია განათლების სამინისტროსთან

გასულ დღე–ღამეში საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.. ეს პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებული მონაცემებით, ქვეყანაში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 4 664 შემთხვევა, აქედან ამჟამად აქტიურია 2 903.

ამასთან, ბოლო 24 საათში კლინიკები დატოვა 54–მა ადამიანმა, სულ გამოჯანმრთელდა 1 759 პაციენტი, გარდაცვლილთა რიცხვს დაემატა კიდევ ერთი და გახდა 27.

20
თემები:
განათლება საქართველოში
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს

36
(განახლებულია 18:29 25.09.2020)
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მიმდინარე წლის აგვისტოში მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია, იუწყება პირველი არხი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მიმდინარე წლის აგვისტოში მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად მან საპარლამენტო არჩევნები დაასახელა, რომელიც 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. მისი თქმით, არავის უნდა გაუჩნდეს ეჭვი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

თინათინ ბერძენიშვილის  კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება მის კონკურენტებს, პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ერთი ხმა მიიღო, ხოლო მომღერალმა ირმა სოხაძემ - არც ერთი.

დასახელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა>>

ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრი და ამავე ორგანიზაციის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი.

36
პრემიერი გიორგი გახარია

გახარია: მოვახერხეთ, გავმკლავებოდით პანდემიის შემოტევას და მწვანე ზონად დავრჩენილიყავით

0
წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 75 წლის იუბილეს აღნიშნავს და ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში პირველად  გენერალური ასამბლეა დისტანციურად იმართება. 

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ხელისუფლების, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობისა და სწორი მენეჯმენტის წყალობით მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი გახარია გაეროში სიტყვით გამოვა>>

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა  ყურადღება Covid-19-ზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ დღეს მთელი მსოფლიო ერძვის საერთო, უხილავ მტერს.

„ადამიანების სიცოცხლეს, ყველგან – მიუხედავად რეგიონის თუ ცხოვრების დონისა, საერთო საფრთხე დაემუქრა და ამ საფრთხესთან ბრძოლამ გადაფარა ის გამოწვევები, რომლებიც უკვე ათწლეულებია გაეროს დღის წესრიგშია, თუმცა, ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაჩინა არსებული პრობლემები. ჩვენ ყველა ერთად, განსხვავებული შესაძლებლობების სახელმწიფოები, აღმოვჩნდით სრულიად ახალი, უფრო რთული გამოწვევის წინაშე“, - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, საქართველომ მოახერხა, გამკლავებოდა პანდემიის შემოტევას, რაც დაინახა და ერთხმად აღიარა მთელმა მსოფლიომ.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს, ევროკავშირს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და აღნიშნა, რომ მათი დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო პანდემიის პირველ ტალღასთან გამკლავებაში.

„რა თქმა უნდა, განსაცდელი არსად წასულა, ვირუსი ისევ გვიტევს, მაგრამ ჩვენ მიერ დაგროვილი ცოდნა გვაძლევს საშუალებას, სიტუაცია თანმიმდევრულად ვმართოთ და ყველას გავუზიაროთ საქართველოს წარმატებული გამოცდილება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 75 წლის იუბილეს აღნიშნავს და ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში პირველად, პანდემიის გამო, გენერალური ასამბლეა დისტანციურად იმართება. 

გენერალური ასამბლეის საიუბილეო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად უკვე გამოვიდა. მის სიტყვას ერქვა „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“, რომელშიც ჩამოთვლილი იყო თანამედროვე გამოწვევების პირობებში ქვეყნის კეთილდღეობის ფუნდამენტური საფუძვლები.

0