რატომ ჭიანურდება საქართველოში შვილის აყვანის პროცესი

CC0 / Pixabay / ახალშობილთა ფაჩუჩები
ახალშობილთა ფაჩუჩები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვილად აყვანის მსურველთა რიგში სულ უფრო ნაკლები ადამიანი დგება

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. 2018 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოში შვილად აყვანის 10 წყვილი დარეგისტრირდა, გასულ წელს კი იყო162 წყვილი, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ოჯახი, რომელიც ბავშვის აყვანის მსურველთა რიგში პირველია, თავის რიგს 20 წელია ელოდება, მეორე წყვილი - 18 წელი, მესამე კი - 17 წელი.

საქართველოში 2015 წლიდან 380-მა ბავშვმა ახალი ოჯახები შეიძინა >>

სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, გიორგი კუპრეიშვილის თქმით, შვილად აყვანის პროცესი ჭიანურდება რიგი საკითხის გამო, რომელიც კანონმდებლობას, ბავშვის ასაკს, სქესს, ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
რუსთავში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახალშობილი იპოვეს

„შესაძლებელია, ოჯახმა რამდენიმე შეთავაზებაზე უარი თქვას, მათი სასურველი მონაცემების ბავშვი არ გამოვლინდეს ან მშვილებელთა დიდი ხნის განმავლობაში ლოდინის მიზეზი თვითონ ბავშვის უარიც გახდეს. გარდა ამისა, ახალი კანონის თანახმად, შესაძლებელია, შვილად აყვანის პროცედურის შეფერხების მიზეზი უკვე ასაკიც იყოს, რადგან „შვილად აყვანის შესახებ“ კანონში მშვილებელსა და ბავშვს შორის ასაკობრივ სხვაობად 49 წელი განისაზღვრა", - განაცხადა გიორგი კუპრეიშვილმა.

ამასთან, 2018 წლის აპრილის მონაცემებით, ერთ წელიწადში საქართველოში 129 ბავშვი იშვილეს, აქედან ორი პატარა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აიყვანეს. 2010 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად 200-მდე ბავშვის შვილად აყვანა ხდება. მათ შორის არიან გერები, პირდაპირი გზით აყვანილი შვილები, ნათესავების მიერ აყვანილი და ა.შ.

საქართველოში არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა წყვილებისთვის, რომლებსაც ბავშვის აყვანა სურთ, თუმცა, არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვა — მათ არ უნდა ჰქონდეთ ინფექციური ან მძიმე დაავადებები და მძიმე დანაშაულის ბრალდებით არ უნდა იყვნენ ნასამართლები. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ ბავშვის აღზრდისთვის კარგი პირობები.

ოჯახს შეუძლია რიგში დადგეს, თუ სოციალური აგენტი მათ დადებით დახასიათებას მისცემს. საქართველოში იყო 47 დიდი ბავშვთა სახლი, სადაც 5,2 ათასი ბავშვი ცხოვრობდა. ამჟამად საქართველოში მხოლოდ ორი ბავშვთა სახლი ფუნქციონირებს, ორივე თბილისში მდებარეობს. ბავშვები ოჯახური ტიპის მცირე სახლებში და მეურვეების ოჯახებში გაანაწილეს.

ყველა ახალი ამბავი
0