კომპიუტერი

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სატრენინგო პროგრამას იწყებს

55
(განახლებულია 10:53 08.12.2018)
უფასო ტრენინგი 10-დან 27 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახალ სატრენინგო პროგრამას იწყებს, ნათქვამია „ტექნოპარკი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტრენინგი 10-დან 27 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

მსურველებს საშუალება ექნებათ მოკლე კურსი გაიარონ შემდეგ სპეციალობებში და დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს:

IT პროექტ მენეჯმენტი;

2D მოდელირება;

გრაფიკული დიზაინი;

კიბერუსაფრთხოება;

სატრენინგო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი აპლიკაცია და გაიარონ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 დეკემბერი.

სატრენინგო პროგრამის მიზანია საბაზისო უნარების განვითარება, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტებს შემდგომში პროექტების მართვასა და დაგეგმვაში დაეხმარებათ.

55
თემები:
თანამედროვე ტექნოლოგიები (31)