იუსტიციის სახლი თბილისში

ცხადდება აქცია უფასო პირადობის მოწმობებზე: ვის და როდის შეეძლება აქციით სარგებლობა

994
(განახლებულია 20:42 07.12.2018)
უფასო პირადობის მოწმობის აქცია 2013 წლიდან სისტემატურად ცხადდება და დღემდე დაახლოებით მილიონნახევარი დოკუმენტია უფასოდ ან შეღავათიან ფასად გაცემული.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, შშმ პირები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური. 

აქციის შესახებ თავად წულუკიანმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. მისი განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქციით სარგებლობას 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით შეძლებენ. 

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უფასოდ მისაღებად, შშმ პირებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს და თან უნდა იქონიონ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ შშმ პირები ასევე თავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების საფასურისგანაც.

დოკუმენტები მოქალაქეს 10 სამუშაო დღის ვადაში გადაეცემა. 

თეა წულუკიანის ინიციატივით, უფასო პირადობის მოწმობის აქცია 2013 წლიდან სისტემატურად ცხადდება. დღემდე გაცემული 2 600 000-ზე მეტი დოკუმენტიდან ნახევარზე მეტი უფასოდ ან შეღავათიან ფასად არის გაცემული.

 

994