აფთიაქი

გასაიაფებელი მედიკამენტების ნუსხა ფართოვდება: ახალი შეღავათები

177
აღსანიშნავია, რომ პროგრამა, რომლითაც დღემდე უკვე ისარგებლა 41 ათასამდე მოქალაქემ, ოთხ ქრონიკულ დაავადებაზე ვრცელდება

თბილისი, 7 დეკემბერი —  Sputnik. სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს,  დაემატება მედიკამენტები, რომლებიც ნევროლოგიური, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, იუწყება 1tv.ge ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებაზე დაყრდნობით. 

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა,  პირველ ეტაპზე ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირზე ვრცელდებოდა, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000 ქულით განისაზღვრებოდა. მიმდინარე წლის აგვისტოდან შეღავათები გავრცელდა მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ყველა პაციენტზე, რომლებსაც  საჭირო მედიკამენტების ნახევარ ფასად შეძენა შეუძლიათ. 

პროგრამა კიდევ ერთხელ 3 სექტემბერს გაფართოვდა და შშმ პირებსა და პენსიონერებს ასევე მიეცათ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტის ნახევარ ფასად  შეძენის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა, რომლითაც დღემდე უკვე ისარგებლა 41 ათასამდე მოქალაქემ, ოთხ ქრონიკულ დაავადებაზე ვრცელდება: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლისა და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი.

 

177