მცხეთა

საქართველო ღვინის პოპულარიზაციისთვის რამდენიმე მილიონს დახარჯავს

23
(განახლებულია 16:59 07.12.2018)
მომავალ წელს ქართული კომპანიები ღვინის ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოებას გეგმავენ.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურმეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო 2019 წელს მარკეტინგზე 7 მლნ ლარს დახარჯავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

2018 წელს ქართული ღვინო რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარდგენილი, მათ შორის შანხაიში, ლოს-ანჯელესსა და ვაშინგტონში. მომავალ წელს ქართული ღვინის კომპანიები საკუთარ პროდუქციას გერმანიაში, სამხრეთ კორეასა და შვედეთში გაგზავნიან.

წლის დასაწყისიდან საქართველომ 78 მილიონი ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც 11%-ით მეტია გასული წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებთან შედარებით. მსოფლიოს 53 ქვეყანაში 184,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო გაიგზავნა. შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით შემოსავალი 19%-ით გაიზარდა.

ქართული ღვინო ყველაზე მეტად რუსეთში გააქვთ. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე არიან უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი.

 

23
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (93)