ბენზინგასამართი სადგური

ქვეყნის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო

87
(განახლებულია 12:10 05.12.2018)
კანონით განსაზღვრული ნორმების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია 8 ათასი ლარით დაჯარიმდება.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტოგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საწვავის ხარისხის მონიტორინგს გარემოს დაცვის სამინისტრო 2016 წლიდან წელიწადში ერთხელ ახორციელებს. აღნიშნული ღონისძიება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გუშინ დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, შემოწმდება საქართველოში არსებული 80 ავტოგასამართი სადგური, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 240-მდე სინჯს აიღებენ და გამოიკვლევენ – რამდენად არის შესაბამისობაში ბენზინში ტყვიის შემცველობა დღეს მოქმედ კანონმდებლობასთან.

„შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია უზრუნველყოფს", – აღნიშნულია განცხადებაში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ კომპანია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შეუსაბამო საწვავის რეალიზაციას ახდენს, 8 ათასი ლარით დაჯარიმდება.

საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი მოთხოვნები. კერძოდ, მცირდება გოგირდის დასაშვები ოდენობა დიზელის საწვავის შემადგენლობაში 100 მგ/კგ-დან 50 მგ/კგ-მდე. მთავრობამ შესაბამისი დადგენილების პროექტი უკვე მოამზადა.

 

87
თემები:
საქართველოს მთავრობა–2018 (141)
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს

11
(განახლებულია 18:29 25.09.2020)
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მიმდინარე წლის აგვისტოში მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია, იუწყება პირველი არხი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მიმდინარე წლის აგვისტოში მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად მან საპარლამენტო არჩევნები დაასახელა, რომელიც 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. მისი თქმით, არავის უნდა გაუჩნდეს ეჭვი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

თინათინ ბერძენიშვილის  კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება მის კონკურენტებს, პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ერთი ხმა მიიღო, ხოლო მომღერალმა ირმა სოხაძემ - არც ერთი.

დასახელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა>>

ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრი და ამავე ორგანიზაციის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი.

11
სალომე ჭაჭუა

„ვაი,დედა! ბოლო ფოტოზე რას აკეთებ?“- ფოტოშოპი თუ რეალობა - სალომე ჭაჭუას ილეთები

55
(განახლებულია 15:57 25.09.2020)
სალომე ჭაჭუას მორიგი ფურორი. ცნობილმა ქორეოგრაფმა ვირტუალური სივრც დაიპყრო. ნახეთ სალომე ჭაჭუას შოკის მომგვრელი უახლესი ფოტოები

სალომე ჭაჭუამ პროფესიონალი მოცეკვავეებიც კი აღაფრთოვანა. ცნობილი სახეები ემოციებს ვერ მალავენ სალომე ჭაჭუას მორიგი სანახაობრივი ილეთების გამო. ფოტოები ლისის ტბის ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც სალომე ჭაჭუას ვარჯიშია ასახული.

View this post on Instagram

#sundaymood☀️ #meandsky #intheairtonight #salomechachua #georgian

A post shared by Salome (@salome_chachuaa) on

მოცეკვავემ საკუთარ გვერდზე რამდენიმე შთამბეჭდავი სურათი გამოაქვეყნა. ასე გამოიყურება ენერგიული ქორეოგრაფის ერთი ჩვეულბრივი დღე. სალომე ჭაჭუა გაოცებას სულ უფრო და უფრო ხშირად იწვევს. ამ ყველაფერს წინ ვიდეო უძღვოდა, რომელმაც მისი თაყვანისმცემლები შეაშინა. მოცეკვავემ  Instagram- ზე  ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აივნის მოაჯირზე „შპაგატში“ ჩამჯდარი ყავას მიირთმევს. ვიდეოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს სალომეს ამ ვიდეოზე ცნობილი მსახიობის ვან დამის „შპაგატიც“ კი გაახსენდა. არც უკანასკნელი ფოტოსესია აღმოჩნდა გამონაკლისი.

View this post on Instagram

🌹 #meandrose #roses #summermood☀️ #artist #salomechachua #georgian

A post shared by Salome (@salome_chachuaa) on

ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი თვალშისაცემი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სკანდალებითაც გამოირჩევა. ცნობილ ტელესახეს, ერთი ურთიერთობა არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც ჭორები გავრცელდა მისი და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულზე. ეს ჭორები მათ ქორწილმა ჩაანაცვლა, მოგივანებით კი, მორიგი ჭორები წყვილის დაშორებას მოჰყვა.

მოგეხსენებათ, მანამდე სალომე სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელას“ წამყვან მოცეკვავეზე გიგი გაჩეჩილაძეზე იყო შეყვარებული. მათი გზები „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყებისას გაიყო. მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების მერე ქორეოგრაფი პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს. ამიტომ უცნობია, თავისუფალია თუ არა ამჟამად მოცეკვავის გული.

55
თემები:
სელებრითების ცხოვრება