ნიკა რურუას ოჯახს ქვეყნის პირველი პირები უსამძიმრებენ

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიანთებული სანთელი
ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაალ უდუმაშვილის თქმით, ნიკა რურუას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ოჯახს მოქმედმა და არჩეულმა პრეზიდენტებმა მიუსამძიმრეს.

ნიკა რურუა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დღეს გარდაიცვალა.

საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა რურუას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

„ამ წუთში შევიტყვე ნიკა რურუას უეცარი გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება!“, - დაწერა ზურაბიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტს პოლიცია იძიებს

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მივიდა და რურუების ოჯახს მიუსამძიმრა.

„ნიკა ჩემი მეგობარი იყო. ძალიან ძლიერი ადამიანი, ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ყოველთვის, ყველა ეტაპზე საინტერესო იყო. ნიკა იყო ბევრ კულტურის მინისტრს შორის გამორჩეული კულტურის მინისტრი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ზანდუკელის ქუჩაზე მივიდა ბევრი ცნობილი ადამიანი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სხვა პოლიტიკური მოღვაწეები.

„ენმ“-ის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ნიკა რურუა ჯანმრთელობას არ უჩიოდა და ისინი ერთად ვარჯიშობდნენ კიდეც.

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის იყო.

2001 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის ტელე-რეჟისურის ფაკულტეტი.

2001 წელს რურუამ ჯორჯიის შტატის (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხი მიიღო.

შეიარაღებული თავდასხმა თბილისში  – დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი >>

პოლიტიკური კარიერა 2004 წელს დაიწყო, როდესაც იმ დროისთვის მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" პარლამენტის დეპუტატი გახდა. რურუა იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.

2008 წლის ოქტომბერში რურუა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გახდა. აღნიშნული თანამდებობა 2012 წლამდე ეკავა.

იგი ბოლო მომენტამდე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი.

ყველა ახალი ამბავი
0