რიკოთი

რიკოთის გვირაბში მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის იკრძალება

146
(განახლებულია 15:51 04.12.2018)
რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. რიკოთის საავტომობილო გვირაბში 5 დეკემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გვირაბი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით დაიკეტება.

აღნიშნულ პერიოდში ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა იმოქმედებს 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

"სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე", – აღნიშნულია განცხადებაში.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

რიკოთის გვირაბი თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (Е-60) 143-ე კილომეტრზე მდებარეობს.

 

146