ბათუმის პორტი

სამართალდამცველებმა ბათუმის ყოფილი სამხედრო ბაზიდან 30-მდე ოჯახი გამოასახლეს

92
(განახლებულია 11:16 04.12.2018)
აჭარის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, დაიწყება თითოეული ოჯახის პრობლემის ინდივიდუალური შესწავლა.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მდებარე ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში თვითნებურად შეჭრილი 30-მდე ოჯახი გამოასახლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ყოფილი სამხედრო ბაზის შენობა 30-მდე ოჯახმა გუშინ, გვიან ღამით დაიკავა. მათი განცხადებით, ისინი სოციალურად დაუცველები და ეკომიგრანტები არიან და სხვა საცხოვრებელი ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ.

ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, დღეიდან დაიწყება თითოეული ოჯახის პრობლემის ინდივიდუალური შესწავლა და დახმარებას მიიღებს ყველა, ვისაც კანონის შესაბამისად ეკუთვნის.

30-მდე ოჯახი ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამედ შეიჭრა. ბოლოს შენობაში შეჭრა დაახლოებით ერთი კვირის წინ კვლავ სცადეს, მაგრამ შენობის დაკავების საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

 

92
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1385)