სვანეთი

ზამთარი იგვიანებს: სეზონის გახსნა გადაიდო

72
(განახლებულია 17:43 03.12.2018)
ზამთრის კურორტებზე უთოვლობის გამო სეზონის გახსნა გადაიდო

თბილისი,  3 დეკემბერი — Sputnik.  საქართველოში ზამთრის სეზონი, რომლის გახსნაც 8 დეკემბერს იყო დაგეგმილი, გაურკვეველი დროით გადაიდო, ნათქვამია საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებაში. 

საქართველოში ზამთრის სეზონის გახსნა გოდერძიზე  ოფიციალურად 8 დეკემბერს, ხოლო გუდაურში 15 დეკემბერს  იყო დაგეგმილი.

 „გოდერძისა და დიდველზე სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 8 დეკემბერს უნდა გახსნილიყო, მაგრამ უთოვლობის გამო, დაგეგმილი გახსნა გადაიდო. ამინდის ცვლილების შესაბამისად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბაკურიანის სამთო–სათხილამურო ტრასები სტუმრებს სხვადასხვა დროს მიიღებენ. მაგალითად, დიდველი სტუმრებს 8 დეკემბერს ელოდებოდა, კოხტა–მიტარბის ტრასა კი 22 დეკემბრიდან უმასპინძლებს ზამთრის კურორტების მოყვარულთ. რაც შეეხება სვანეთს, თეთნულდი–ხაწვალის ტრასების გახსნაც 22 დეკემბერს არის დაგეგმილი.

72