MAN–ის ავტობუსი

თბილისის ქუჩებში ახალი ავტობუსები 2019 წლის თებერვლიდან გამოჩნდება

522
(განახლებულია 15:12 03.12.2018)
ქალაქში მოძრავი ავტობუსების ნაწილი, გაუმართავია

თბილისი,  3 დეკემბერი — Sputnik.  თბილისში 2019 წლის თებერვლიდან 90 ახალი ავტობუსი შემოვა, რომლებიც დიზელზე იმუშავებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ერთწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამებისას.

მიმდინარე წლის განმავლობაში თბილისის მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით  რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელთა მთავარი მიზანი საზოგადოებრივ ტრანსპორტის განვითარება, ჰაერის დაბინძურების მკვეთრი შემცირება და ქალაქის საცობებისგან განტვირთვაა. 

 „არსებული ავტოპარკი, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის სრულად განახლებული ინდა იყოს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ უკვე შევიძინეთ  დიზელზე მომუშავე  MAN-ის ფირმის 10-მეტრიანი 90 ახალი ავტობუსი, რომელიც საქართველოში თებერვლიდან შემოვა“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, ახლო მომავალში ცნობილი გახდება თუ რომელი კომპანია შემოიყვანს 220 8–მეტრიან ავტობუსებს, აღნიშნა მერმა.

2019 წლისთვის მერია 8 და 10–მეტრიანი 240 ერთეული ავტობუსის შეძენაზე ტენდერს მოამზადებს, რომელიც ბუნებრივ აირსა და ელექტროძრავზე იმუშავებს. თბილისში დამატებით შემოიყვანენ კიდევ 200 ახალ 18–მეტრიან ელექტროავტობუსს. მათი სწრაფი გადაადგილებისთვის სპეციალური  დერეფნები შეიქმნება.

სულ მერია 750 ავტობუსს შეიძენს, რომლებიც სრულად ჩაანაცვლებენ ძველ მოდელებს.

დღეისთვის თბილისში 600–650 ავტობუსი მოძრაობს. მათგან 143 MAN–ის ფირმის ახალი ავტობუსია, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა  და შშმ პირებზეა ადაპტირებული.

522
თემები:
თბილისის მერია–2018 (200)
თბილისი

ტურისტების მოლოდინში: რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ითხოვს ესტონეთი

65
(განახლებულია 19:20 03.06.2020)
პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. ბალტიის ქვეყნებთან ერთად, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქართველო ერთ–ერთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ბალტიის ქვეყნებიდან, მათ შორის ესტონეთიდან ტურისტებს მიიღებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტაავი აასმა ონლაინ–კონფერენციაზე ორმხრივი ეკონომიკური, კერძოდ, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თურნავამ ესტონელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს 1 ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურების მიღების მზადყოფნასთან დაკავშირებით და მათ უსაფრთხო დასვენების პირობები შესთავაზა.

 „საქართველო ძალზე კარგად პასუხობს უსაფრთხოების ყველა ნორმას. ქვეყანა ერთ–ერთი პირველი გახდება, სადაც ტურისტები ჩამოვლენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, მათ შორის ესტონეთიდან, ამასთან, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ესტონეთის მონახულებას. ჩვენ ძალზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპის ქვეყნების მინისტრებთან, განსაკუთრებით მათთან, რომლებიც ტურიზმისა ტრანსპორტის საკითხებს კურირებენ. მათთან საუბრისას ჩვენ კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები გაიხსნას ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის“, – განაცხადა თურნავამ.

ესტონეთმა უკვე გამოაქვეყნა კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა, თუ იგი ესტონეთთან სატრანსპორტო და ტურისტული კონტაქტების აღდგენას გეგმავს. ესტონეთში ტურისტი ორკვირიანი კარანტინისგან თავისუფლდება, თუ იგი იმ ქვეყნიდან ჩავა, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათას ადამიანზე 15–ს არ გადააჭარბებს.

საქართველომ 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეაჩერა. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის წყალობით, ხელისუფლებამ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის განახლება, 1 ივლისიდან კი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში აღდგენილი იქნება სახმელეთო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლა. 

წინასწარი ინფორმაციით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. ბალტიის ქვეყნებთან ერთად, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან.

ამ დროისთვის 20–ზე მეტმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების განახლების სურვილი გამოთქვა.

საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლის 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

65
თემები:
COVID-19 საქართველოში
მატარებელი

„საქართველოს რკინიგზა“ მზადაა: ვინ და რატომ აფერხებს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას

71
(განახლებულია 18:35 03.06.2020)
მგზავრთა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტს შეჩერდა.

 

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან აღდგება, თუმცა, ძალაში რჩება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვა – საქართველოს მთავრობის 23 მაისის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები სამშაბათს შევიდა. 

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა ოფიციალური სარკინიგზო გადაზიდვებისა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთა გადაყვანა ექსპლუატაციის ადგილამდე ან პირიქით, ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებით.

ამასთან, „საქართველოს რკინიგზა“ მზადყოფნას გამოთქვამს მგზავრთა მომსახურებისთვის. ამ მიზნით უკვე შეძენილია სადეზინფექციო საშუალებები და უკონტაქტო თერმომეტრები. თუმცა, როდის განახლდება სარკინიგზო მიმოსვლა, ჯერჯერობით, უცნობია.

 „მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება“, – განაცხადეს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „იმედთან“. 

მგზავრთა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტს შეჩერდა. 

3 ივნისისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა 13. კარანტინში იმყოფება 2424 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.   უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოს საქართველოს სამი მოქალაქეა გადმოყვანილი.

ქვეყანაში 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, რომელიც 21 მარტს ამოქმედდა, გაუქმდა. ამ დრომდე მკაცრი კარანტინი მოქმედებს თეთრიწყაროში და ბოლნისის რაიონის ორ სოფელში: მუშევანსა და გეტაში.

გარდა ამისა, მოქმედ შეზღუდვებში შედის საერთაშორისო სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაზე აკრძალვა, ასევე 10 კაცზე მეტის შეკრება ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, დაკრძალვა, იუბილე და ა.შ.).

ქვეყანაში 29 მაისიდან მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. 1 ივლისიდან კი საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენა იგეგმება.

71
თემები:
COVID-19 საქართველოში
სანაპირო

4 ივნისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 09:56 03.06.2020)
გაეცანით 4 ივნისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

1-10 ივნისი

1-10 ივნისი ტყუპის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს მძლავრ ენერგიასა და დიდ ცხოვრებისეულ ძალას ანიჭებს.

მნიშვნელოვანია წლებია: 8, 10, 16, 20, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა მაჩიტა.

1-10 ივნისის პერიოდში დაბადებულებს უყვართ სტაბილურობა. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ისინი ჯერ კარგად დაფიქრდებიან, შეაფასებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. არ უყვართ და აშინებთ მოულოდნელი ცვლილებები, მაგრამ თუ ცვლილებების სარგებელს გაიგებენ, სწრაფად მოახდენენ ადაპტირებას, უძრაობა მათთვის მიუღებელია. არიან კარგი მეოჯახეები, ახლობლების მიმართ მზრუნველი და ყურადღებიანი.

4 ივნისს დაბადებულები

4 ივნისს უნიკალური ადამიანები იბადებიან, არიან მარჯვე, მოხერხებული და შემოქმედებითი პიროვნებები. შეუძლებელია მათი შემდგომი მოქმედების გათვლა და აზრების ამოცნობა. აქვთ სწრაფი აზროვნება, არიან მოქნილები, დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავისუფლება. შეუძლიათ ფულის გამომუშავება და ასევე მალე დახარჯვა. მათ უნდა ისწავლონ ფინანსებთან გონივრული დამოკიდებულება და ძალების აზრებისა და მიზნების განხორციელებისკენ მიმართვა. თუ ამას გაითვალისწინებენ, მათი ცხოვრება ზღაპრული იქნება.

ასტროლოგები, კორონავირუსი და შავი მთვარე: როდის დამთავრდება პანდემია>>

4 ივნისს დაბადებულებს შეუძლიათ გარშემომყოფების ყურადღების მიპყრობა, ამაში მათ ცოცხალი გონება და ენამახვილობა ეხმარება. ამა თუ იმ თემაზე საუბრისას შთაგონებით ივსებიან, მაგრამ ხანდახან, პოლემიკისას, ქედუხრელი და სასტიკი ხდებიან. არ არიან ბუნებით ლიდერები, მაგრა, მაინც იპყრობენ მწვერვალებს. ამას მათთვის კომფორტი არ მოაქვს, ამიტომ ხშირად ავტორიტარიზმისკენ იხრებიან.

ამ დღეს დაბადებულებს მოსწონთ გუნდური მუშაობა; თუმცა, ძალზე დამთმობი არ უნდა იყვნენ. ახალი საქმის სწავლა მათთვის ნამდვილი სიამოვნებაა, უყვართ ახალი ცოდნის მიღება. მნიშვნელოანია, რომ პერსპექტივაში ახალი პროექტები ჰქონდეთ. რუტინული სამუშაო მათთვის არ არის, შემოქმედებითი თავისუფლება ესაჭიროებათ. თუ მაინც მოუწიათ რუტინაში ჩაფლობა, გაღიზიანებული ხდებიან და ეს გაღიზიანება ახლობლებზე გადმოინთხევა. მათი ნიჭი სწორი კალაპოტით უნდა წარიმართოს.

4 ივნისს დაბადებულებმა, პირველ რიგში, ადამიანურ ურთიერთობებზე უნდა იფიქრონ და არ „ჩაიციკლონ“ ობიექტურ ჭეშმარიტებებზე. ამაში დაეხმარებათ იუმორის გრძნობა, თუ მას სარკაზმითა და ირონიით არ გააჯერებენ. ამ ადამიანებს აქვთ ტექნიკური უნარები და ამ უნარებს ანვითარებენ, ამიტომ სამსახურში შეიძლება შეუცვლელნიც იყვნენ. ისინი კარიერაში ხშირად აღწევენ წარმატებებს და თან თავიანთი გუნდიც მიჰყავთ. სხვების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება მათ დიდ სიამოვნებას არ ანიჭებს, მაგრამ ორგანიზატორული თვისებების წყალობით მჭიდროდ აერთიანებენ თავიანთ თანამოაზრეებს.

ამ დღეს დაბადებულები ხშირად უსმენენ საკუთარ ინტუიციას, ამოწმებენ თავიანთ ეჭვებს. თუნდაც გონება კარნახობდეს, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეს, ხოლო ალღოთი გრძნობენ, რომ რაღაც ისე არ არის, ყოველთვის ხელახლა შეამოწმებენ. 4 ივისს დაბადებულების უმრავლესობა შრომისმოყვარეა, რომელთაც ხშირად ავიწყდება პირადი ცხოვრება.

ჯანმრთელობა

4 ივნისს დაბადებულები თუ ფიზიკურად არ აქტიურობენ, ჭარბწონიანობის საშიშროება ემუქრებათ. მათ ამაში და კიდევ ზედმეტი აგრესიულობისგან გათავისუფლებაში სპორტი დაეხმარებათ. უარი უნდა თქვან თამბაქოსა და ალკოჰოლზე, რომლებსაც მომავალში სერიოზული პრობლემების გაჩენა შეუძლია. კვების მხრივ არ უყვართ მრავალფეროვნება, რაც არასწორია, ამიტომ რაციონი უნდა გაამრავალფეროვნონ, რათა ორგანიზმს ვიტამინები და მიკროელემენტები არ მოაკლდეს.

„საკარანტინო“ ჰოროსკოპი: როგორ ცხოვრობენ ზოდიაქოს ნიშნები თვითიზოლაციის პირობებში>>

რჩევა:

უსმინეთ შინაგან ხმას; ნუ შეუშინდებით და ითხოვეთ დახმარება, როცა ეს ნამდვილად გჭირდებათ. მიიღეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. ხანდახან გამოეთიშეთ სამუშაოს და იმოგზაურეთ, ხანდახან კი უსაქმურობაც შეიძლება.

0