ერთი წელი მკვლელობის შემდეგ: ომბუდსმენის განცხადება

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხორავას ქუჩაზე 16 წლის მოზარდების მკვლელობიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა

თბილისში მოსწავლეების მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს გაასაჯაროოს ინფორმაცია გამოძიებისა და სამსახურებრივი შემოწმების შესახებ და საზოგადოებას აუხსნას, როგორ უნდა აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რომლებიც საქმის მსვლელობისას გამოვლინდა.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულ საქმედ იქცა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
სარალიძის სასამართლო ჩანიშნულია - მოკლული მოზარდის მამა თავისუფალია

დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე უკვე მერამდენე თვეა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს და დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დასჯას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის პროკურატურის ყველა არგუმენტი დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული პირი სასამართლომ მხოლოდ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამჟამად სარალიძის მკვლელის ვინაობის დადგენა სააპელაციო სასამართლოს მოუწევს.

ომბუდსმენის რეკომენდაცია

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადების თანახმად, ის თავიდანვე სწავლობდა საქმეს და ასკვნის, რომ გამოძიება არაეფექტური იყო და საქმეში სამსახურებრივი დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურამ არ გაითვალისწინა მისი რეკომენდაციები სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით და მხოლოდ უწყებაში სამსახურებრივი შემოწმებით შემოიფარგლა.

ტრაგედიის პოლიტიზირება არ შეიძლება – ივანიშვილი სარალიძის დაკავების შესახებ >>

„გამოძიების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ უნდა დააკმაყოფილოს საზოგადოებაში არსებული კითხვები და გაასაჯაროოს ინფორმაცია გამოძიებისა და მოკვლევის მიმდინარეობის შესახებ“, - ნათქვამია ომბუდსმენის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„ცინიზმი და უზნეობა“ – ივანიშვილი სარალიძისა და გირგვლიანის საქმეების შედარების თაობაზე

ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურას ორი რეკომენდაცია მისცა.

„სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავარ პროკურატურას: ყოველი თვის ბოლოს წარმოუდგინოს საზოგადოებას როგორც მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, ასევე, ინფორმაცია სახალხო დამცველის წინადადებასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაში გამოკვეთილ ხარვეზებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მეორე რეკომენდაციის თანახმად, ომბუდსმენი ითხოვს, მიეცეს მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების მასალების პერიოდულად სრულყოფილი გაცნობის შესაძლებლობა.

ყველა ახალი ამბავი
0