სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერი

ზურაბიშვილს - თაიგული, „ნაცებს“ „ვენოკი“: ქართული ელიტის რეაქცია არჩევნებზე

157
საქართველოს პრეზიდენტად პირველად აირჩიეს ქალი. ეს ქვეყნის ბოლო პრეზიდენტია, რომელიც მოქალაქეებმა პირდაპირი კენჭისყრის გზით აირჩიეს

დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერა ჰქონდა, გადამწყვეტ ბრძოლაში ყოფილი მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა.

საქართველოს პირველი ქალი-პრეზიდენტი: ზურაბიშვილის ბიოგრაფია >>

ამ ისტორიულ ფაქტს ქართული ელიტა გამოეხმაურა.

განსხვავებული თაიგულები

პირველი და ყველაზე ხმაურიანი რეაქცია იყო კინორეჟისორის, საზოგადო მოღვაწისა და კონფლიქტების დარეგულირების ყოფილი მინისტრის, გოგა ხაინდრავას ღამის საქციელი. ეგზიტპოლების პირველი შედეგების გამოცხადებისთანავე ის ზურაბიშვილის შტაბში უზარმაზარი თაიგულით გამოცხადდა.

„ყველას ვულოცავ ქართველი ხალხის გამარჯვებას. დღეს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, ქართულმა სულმა, ქართულმა ღირსებამ. გაიმარჯვა ხვალინდელმა დღემ. გაიმარჯვა საქართველომ... ეს თაიგული საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმაქვს, „რუსთავი 2“-სა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გული რომ არ დაგწყდეთ, თქვენთვის „ვენოკი“ მაქვს შეკვეთილი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 მომღერალმა ნინი ქარსელაძემ, რომელიც ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერია, სასწრაფოდ გამოუცხადა ფანებს, რომ სამოქალაქო ვალი მოიხადა.

„მე ვიყავი არჩევნებზე, გავაკეთე ჩემი პრინციპული არჩევანი, ხმა მივეცი ევროპას და ადამიანს, რომელიც არ დაგვაბრუნებს წარსულში!!! არა ვუთხარი ძალადობას, სისხლიან რეჟიმს და რევანშს“, - დაწერა ქარსელაძემ Facebook-ზე.

„არა ძალადობას!“

ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ არჩევნებისადმი დამოკიდებულება ხელოვნების გზით გამოხატა - სპექტაკლის მოკლე რგოლით მრავლისმთქმელი ფრაზით: „ისევ, ჩაიფსი მიხეილ?“

„ვულოცავ გამარჯვებას სალომე ზურაბიშვილს! იმედი მაქვს ის იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი!“, - წერს საკუთარ Facebook-გვერდზე კინორეჟისორი ლევან თუთბერიძე.

ხოლო პოეტ შოთა იათაშვილის თავში ამ არჩევნების გამო ყველაფერი აირია. შოთა წერს „458!“ და ამით ზურაბიშვილის (№48) და ვაშაძის (№5) საარჩევნო ნომრების ერთგვარი კომბინაცია შექმნა.

157
თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური (169)