კვლევა: საქართველოში დისკრიმინაციის შემთხვევების დროს პოლიციისადმი ნდობა მაღალია

© courtesy of David Narmaniaსაქართველოს და ევროპის საბჭოს დროშები
საქართველოს და ევროპის საბჭოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა სამართლებრივი დაცვის არსებულ მექანიზმებში ყველაზე დიდ ნდობას პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს უცხადებს.

თბილისი, 18 ნოემბერი  – Sputnik. ევროპის საბჭომ წარმოადგინა კვლევა, რომელიც პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
შსს: ოჯახში ძალადობის რისკებისა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა

აღნიშნული კვლევა ევროსაბჭოს დაკვეთით კვლევითმა ორგანიზაციამ CRRC 2018 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში ჩაატარა.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ინფორმირებულია, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ან სიძულვილის ენის მსხვერპლს შეუძლია მიმართოს პოლიციას, სასამართლოს და სახალხო დამცველის ოფისს.

„კვლევის შედეგებით დგინდება, რომ გამოკითხულთა ყველაზე მეტი (62%) ნდობას პოლიციას უცხადებს. კვლევით ასევე დგინდება, რომ სიძულვილის ენის ან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთა ყველაზე დიდი ნაწილი (49%) სწორედ პოლიციას მიმართავდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა სამართლებრივი დაცვის არსებულ ინსტიტუციებში ყველაზე დიდ ნდობას პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს უცხადებს.

ანგარიში მოიცავს ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევის, სიღრმისეული ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების შედეგებს.

ყველა ახალი ამბავი
0