ქართველმა ლამაზმანმა გამოაქვეყნა პირველი ფოტოები კონკურსიდან „მის მსოფლიო"

© FB / Miss Georgia Beauty Contestნია წივწივაძე
ნია წივწივაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის ფინალური შოუ 8 დეკემბერს გაიმართება, ხოლო მანამდე კონკურსანტები სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობენ

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. მის „საქართველო 2017"-მა ნია წივწივაძემ, რომელიც ქვეყანას ჩინეთში სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე „მის მსოფლიო 2018" წარმოადგენს, მთავარი გვირგვინის პრეტენდენტებთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

გოგონებს ფოტოები თავიანთ ეროვნულ სამოსში გადაუღეს. ნია წივწივაძე თეთრ ქართულ სამოსშია - ჩოხაში, ხოლო სხვა ფოტოებზე დანარჩენ კონკურსანტებთან ერთადაა. ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გოგონებმა დამეგობრება უკვე მოასწრეს.

კონკურსზე წივწივაძე ქართულ ცეკვას „ილოური" შეასრულებს. მოდელმა ეს ცეკვა სპეციალურად შეარჩია, რათა ქართული ეროვნული სამოსი წარადგინოს.

„მის საქართველო 2017“ - მოდელი ნია წივწივაძე - Sputnik საქართველო
ვინ წარადგენს საქართველოს „მის მსოფლიო 2018“-ზე: ყველაზე ლამაზი ქართველი გოგოს ფოტო

მოდელი სილამაზის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსისთვის მზადაა. მისი თქმით, უკვე მიიღო რჩევები იმ კონკურსანტებისგან, რომლებიც ამ კონკურსზე საქართველოს წარმოადგენდნენ.

წივწივაძეს დამთავრებული აქვს ბიზნეს-ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, არის ბლოგერი, წერს სტატიებს. მუშაობდა ერთ-ერთ საბავშვო გამოცემაში პიარ-მენეჯერად. სამოდელო სფეროში 18 წლისა მოხვდა. მონაწილეობდა მოდის კვირეულებსა და ფოტოსესიებში. მიუხედავად ლამაზი გარეგნობისა და წარმატებებისა, მან სამოდელო სფეროს მიტოვება და სწავლის გაგრძელება ამჯობინა.

გასულ წელს მეგობრებმა წივწივაძეს სილამაზის კონკურსში „მის საქრათველო" მონაწილეობა შესთავაზეს. მან გაიმარჯვა და ამგვარად, სამოდელო სფეროს დაუბრუნდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0