ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

CC0 / Pixabay / ისრაელი
ისრაელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქვეყნის სამხრეთ რეგიონში ყოფნისას სიფრთხილე გამოიჩინონ

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის სამხრეთში, განსაკუთრებით ღაზას სექტორთან ახლოს ვითარების ესკალაციასთან დაკავშირებით ისრაელში საქართველოს საელჩოში „ცხელი ხაზი" გაიხსნა, ნათქვამია დიპმისიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელმა ჰამასის შტაბბინა გაანადგურა - Sputnik საქართველო
ისრაელის არმიამ ჰამასის შტაბბინა გაანადგურა: პასუხი მასირებულ სარაკეტო დარტყმაზე

ადრე ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს მათ ღაზას სექტორში დაახლოებით 150 სამიზნე დაბობეს მას შემდეგ, რაც ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 400-მდე  ჭურვი გაუშვეს.

„ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.

აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ „ცხელ ხაზზე" დარეკონ ნომრებზე +9723609-3206, +972526919092.

 

ყველა ახალი ამბავი
0