გახარია: „გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს“

© Sputnik / STRINGERგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის თქმით, მათ დაინახეს ესკალაციის მზარდი საფრთხე, რისკების შესაძლებლობა და დესტაბილიზაციის რისკი, ამიტომ იმოქმედეს შესაბამისად.

თბილისი, 11  ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთა.

მინისტრის თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ, ამიტომ პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას და უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას.

„პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე, ის გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს“,- განაცხადა გახარიამ.

ზაზა სარალიძის საპროტექსტო აქცია - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - როგორ ჩაიარა ღამემ

მინისტრის თქმით, პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე, ის კვლავაც გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას.

„ჩვენ ვდგავართ ყოველთვის ჩვენი მოქალაქეების გვერდით, ჩვენ ერთად ვსწავლობთ ქვეყნის მომავალს, ჩვენი მიზანია განვითარება და უსაფრთხოება. კარავი არასოდეს არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი. პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა დავინახეთ ესკალაციის მზარდი საფრთხე, რისკების შესაძლებლობა და დესტაბილიზაციის რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ და მივიღეთ ის გადაწყვეტილებები და დღეს პარლამენტის წინ ჩვენ ვხედავთ საჭიროზე უფრო მეტ კარვებს“, - განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ერთი ადამიანის ტკივილის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა სახის ინტერესისთვის, თითოეული  მოქალაქის პასუხისმგებლობაა.

აქცია „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ პარლამენტის წინ შაბათ საღამოს დაიწყო. ორგანიზატორები წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. შაბათს ისინი მივიდნენ პარლამენტის შენობასთან და კარვების გაშლა სცადეს, მაგრამ თავდაპირველად პოლიციამ ამაში ხელი შეუშალა.

საახალწლო ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
თბილისელებს საახალწლო ნაძვის ხეზე უარის თქმა შესთავაზეს

მოგვიანებით ეს პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, თუმცა შაბათის „ბრძოლა“ არასამთავრობოებმა მოიგეს. მათ კარვების გაშლა მაინც მიხერხეს. მედიის ინფორმაციით, ამ მომენტში პარლამენტის წინ 17 კარავი დგას. ღამით კარვების რაოდენობა მეტი იყო, თუმცა გამთენიისას არასამთავრობოებმა თავისი კარვების დაშლა დაიწყეს და აღნიშნეს, რომ მათ თავის მიზანს მიაღწიეს.

კარვების ქალაქის მოწყობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც თბილისის მერიამ სარალიძეს სხვა ადგილას გადასვლა სთხოვა, რადგან პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაიდგას. სარალიძემ ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადა.

სარალიძე მოითხოვს ყველა იმ პირის დასჯას, ვინც მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელობაშია გარეული. ის ასევე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

მკვლელობის საქმე

სარალიძემ საპროტესტო აქცია 31 მაისიდან დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი შვილის დავითის და კიდევ ერთი მოზარდის ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სარალიძე და დადუნაშვილი სისხლიან გარჩევას 2017 წლის 1 დეკემბერს შეეწირნენ. სასამართლომ ვერ უპასუხა კითხვას - ვინ მოკლა სარალიძე. საქმეზე დაკავებული ორი ბრალდებულიდან ერთი დადუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლდა, მეორე - სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
მოზარდების სასტიკი მკვლელობა თბილისში – საქმის ფიგურანტი პირობით სასჯელს მოიხდის

მას შემდეგ, რაც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, ხოლო შსს გამოძიებაში ჩარევის შესაძლო ფაქტების გამოძიებით დაკავდა, პროტესტი შეწყდა. თუმცა სარალიძე ორივე სტრუქტურის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა და 10 სექტემბერს კვლავ ქუჩაში გავიდა.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0