ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე პარიზში

ბიძინა ივანიშვილი: „ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს, ვინ უნდა აირჩიოს“

150
(განახლებულია 12:53 10.11.2018)
ილია მეორემ ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე დალოცა

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ  ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე მიიღო და დალოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპატრიარქოში ასევე ყოფილი პრემიერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა. პატრიარქის შეკითხვაზე, როგორ მიდის არჩვენები, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ხალხი თავად განსაზღვრავს, ვინ უნდა აირჩიოს.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ხალხი ღირსეულ არჩევანსაც გააკეთებს.

„მე მგონი ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია ნამდვილად დამყარდა ამ არჩევნებით. ხალხმა აირჩია ხელისუფლება. ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს, ვინ უნდა აირჩიოს. მე ვფიქრობ, რომ ღირსეულ არჩევანსაც გააკეთებენ. თუმცა კითხვები, რა თქმა უნდა, ბევრია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა ცოლი სექტემბერში შეირთო. რეპერის რჩეული მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძეა.

 

150
თემები:
საქართველოს საპატრიარქო (76)