სასტუმრო ბილტმორი

ვერტიკალური მარათონი: თბილისელებს უჩვეულო გარბენზე იწვევენ

111
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს 32–სართულიანი შენობის კიბეებზე სირბილს სთავაზობენ

თბილისი,  9 ნოემბერი  — Sputnik. რეგიონისთვის უნიკალური შეჯიბრება – ვერტიკალური მარათონი ქალაქის ერთ–ერთ ყველაზე მაღალ შენობაზე, სასტუმრო  Biltmore–ზე 11 ნოემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები. 

უჩვეულო შეჯიბრის ორგანიზატორები არიან საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია, საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსი და  Vertical World Circuit–ი.

Biltmore Run Up–ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალებს და მამაკაცებს ორ ასაკობრივ კატეგორიებში – 40 წლამდე და 40 წლის ზემოთ.  ვერტიკალური არბენის დისტანცია 32 სართულია. სასტუმროში არსებული ყველა ლიფტი, რა თქმა უნდა, გათიშული იქნება.

მსურველების რეგისტრაცია 11:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობა უფასოა.

სტარტი 12:00 საათზე დაიწყება. ფინიში და ორივე კატეგორიაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია  სასტუმროს სახურავზე გაიმართება. პრიზებს შორისაა სუვენირები და სასტუმროს სპა–ცენტრის  ულიმიტო ვაუჩერები.


111
თემები:
თბილისი დღეს (829)